ამ ქალის სხეულის არაჩვეულებრივი პოზები სხვებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება!


სექსუალური ძალადობის შემდეგ ჰეიდი ვილიამსი დეპრესიით და შფოთვით იტანჯებოდა. მან შვება იოგაში ჰპოვა.

იმედის პოვნის შემდეგ, ჰეიდიმ გადაწყვიტა შეექმნა ისეთი სურათები, რომლებიც სხვა მენტალური დაავადებების მქონე ადამიანებს გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდა.

“როცა იოგა ვიპოვე, ფსიქოლოგიურად ვიტანჯებოდი. მან თავიდან მასწავლა, როგორ მიმეღო ჩემი თავი ისეთი, როგორიც იყო და როგორ შემეყვარა ის.”

ჰეიდიმ ადრე სუიციდიც სცადა, რადგან თავის 6 თვის შვილი ლამის დაკარგა. ბევრი პრაქტიკისა და საკუთარი თავის შეყვარების შემდეგ, ვილიამსმა მოახერხა, რომ ცხოვრებაში კარგი და კეთილი რაღაცებიც დაენახა.

ის ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც თავს ისევე გრძნობენ, როგორც ჰეილი გრძნობდა ადრე.

მას ონლაინ მხარდამჭერთა ჯგუფიც ჰყავს.

ჰეილის ინსტაგრამის გვერდიც აქვს. აქ ის თავის არაჩვეულებრივ ფოტოებს აზიარებს.

ის ეხმარება ადამიანებს, რომ იოგას საშუალებით მიაღწიონ ემოციურ სტაბილურობას.

რა თქმა უნდა, ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ ჰეილის ცხოვრებისეული ჟინი, მიუხედავად იმისა რისი გადატანაც მოუხდა, ფენომენალურია.

ყველას არ შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრებას, ასეთი საშინელი ისტორიის შემდეგ. მაგრამ ჰეილიმ შეძლო.

აი რისი სწავლება შეგვიძლია ადამიანის სიძლიერისგან.