ამ მორცხვმა თინეიჯერმა ელტონ ჯონის სიმღერა არაჩვეულებრივად შეასრულა!


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

შეუძლებელია, არ შეგიყვარდეთ ჯანეტ დევლინი, მორცხვი და მღელვარე თექვსმეტი წლის გოგონა, რომელიც მარტო წარსდგა მთელი მსოფლიოს წინაშე. ჩრდილოეთ ირლანდიის პატარა სოფელში მცხოვრები ეს გოგონა ვერასდროს ეწყობოდა სკოლის ცხოვრებას, სიმღერების წერა კი მისთვის რეალობისაგან გაქცევის საშუალება იყო. როდესაც ლონდონიდან ჩამოფრინდა ‘იქს ფაქტორში’ მონაწილების მისაღებად, ის საშინლად ღელავდა, რადგან, მისი თქმით, ბევრად მარტივია საკუთარი სარკის წინ სიმღერა, ვიდრე აუდიენციის წინ გამოსვლა. თუმცა, ეს ვიდეო გვიჩვენებს, რომ სწორედ სცენაა ის ადგილის, სადაც ის თავს მშვენივად გრძნობს.
მას ანგელოზის ხმა აქვს და ანგელოზივით ლამაზია. მისი მშვენიერი ხმა ჟრუანტელს მოგგვრით, როცა მის მიერ შესრულებულ ელტონ ჯონის “Your Song”–ს მოისმენთ. თუმცა მისი ნერვიულობა მის ხმაშიც იგრძნობა, ეს, თითქოს, ამ გოგოს ნაწილია და ხასიათს მატებს მის შესრულებას. ნამდვილი ნიჭის დამალვა მართლაც შეუძლებელია და ჯენეტ დევლინი ამის შესანიშნავი მაგალითია.
loading...