ამ მოხუცმა ქალბატონმა გამჭვირვალე ლაქის წასმა ითხოვა, მაგრამ რაც მედდამ გააკეთა…


თანამედროვე საზოგადოება იმდენად ცინიკურია, რომ ის უღრან ტყეს ემსგავსება, სადაც ადამიანების უმეტესობას გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. საბედნიეროდ, ადამიანური გრძნობები არ არის დაკარგული.

ამას ადასტურებს ის ამბავიც, რასაც ახლა წაიკითხავთ. მედდა ბრენდალინი მოხუცებს უვლის. ის ასევე ცდილობს ამ ადამიანებს სიცოცხლის უკანასკნელი დღეებიც გაულამაზოს. ალბათ ზუსტად მისი პოსტი ამის გამო გახდა პოპულარული და მილიონი მოწონებაც ამიტომ დაიმსახურა.

„დღეს მე ფრჩხილები შევუღებე ერთ ჩვენს ბებოს. მას გამჭირვალე ლაქი სურდა. ვუთხარი, რომ ეს ცოტა მომაბეზრებელი იქნებოდა და იქნებ, რამე ღია ფერი ეცადა. იცით რა მიპასუხა მან? „ ჩემი ხელები ულამაზოა. არ მინდა ვინმემ მათ ყურადღება მიაქციოს.“ მაშინ მე მას ვუთხარი: „ თქვენი ხელები თქვენი ცხოვრების ისტორიას ჰყვება. მათ იციან სიყვარულის და ბედნიერების შესახებ. ალბათ ბევრი თავგადასავალიც გადახდენიათ. მათი დახმარებით თქვენს საყვარელ ადამიანებს ეხებოდით“ . ამ ლაპარაკის შემდეგ მე და მან ვარდისფერი ფერი ავარჩიეთ.

რა კარგია, როცა ადამიანები სილამაზეს იქ ამჩნევენ, როცა ის აღარაა. და როგორი კარგია, როცა ყველაფერ უსიამოვნებისგან ჩვენ ერთ წამს გამოვყოფთ და ვიხსენებთ, რომ ადამიანები ვართ და არა მანქანები.