ამ მეთოდების დახმარებით სახის კანს სიმკვრივეს დაუბრუნებთ-სცადეთ, ეფექტურია!


ქალი ნებისმიერ ასაკში მომხიბვლელი იქნება, თუ მისი სახის კანი არ მოეშვება და შეინარჩუნებს ელასტიურობას. ამ შედეგის მისაღწევად უამრავი მეთოდი და საშუალება არსებობს, თუმცა ნუ დახარჯავთ ზედმეტ თანხას, სცადეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული 4 ვარჯიში და გაიუმჯობესეთ სახის კანის მდგომარეობა სახლის პირობებშივე!

არ დაგავიწყდეთ, რომ მიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესიც, უარი თქვით ჭარბ ალკოჰოლზე და ნიკოტინზე, ისინი ასწრაფებენ დაბერების პროცესს და ხელს უწყობენ ნაოჭების გაჩენას.

მოშვებული კანის წინააღმდეგ

1.კვება
უარი თქვით მარილზე და შაქარზე. გამოიყენეთ სანელებლები, ლიმონის წვენი და თაფლი. ამით არა მარტო გაიმუჯობესებთ ჯანმრთელობას, არამედ შეძლებთ წონის კორექტირებასაც და გაიჯანსაღებთ კანს.

2.ნიღბები
კვერცხის ნიღაბი-ცილა აურიეთ თეთრი ქაფის მიღებამდე. მშრალი კანის შემთხვევაში დაუმატეთ თაფლი, ცხიმიანისთვის კი შვრია. გაიშერეთ ნიღაბი 10 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3 ჯერ.

ნიღაბი სკრაბის ეფექტით

2 ს/კ შვრიის ფანტელს დაასხით ადუღებული წყალი. დაელოდეთ გაგრილებას, დაუმატეთ 1 ჩ/კ იოგურტი, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ნუში.
ნელი მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს სკრაბი მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და სახის კანს ტონუსში მოიყვანს.

3.მასაჟი

უმჯობესია სახის მასაჟი გაიკეთოთ დილით, ეს კანს დაეხმარება მთელი დღე ტონუსში იყოს. შეგიძლიათ მასაჯისას გამოიყენოთ თაფლი.
ასევე კარგი მეთოდია მასაჟი ტილოს დახმარებით, რომელიც დასველებული იქნება მცენარეულ ნაყენში. მიტანეთ ტილო სახის ქვედა ნაწილზე და გაჭიმეთ, შეგიძლიათ ოდნავ უხეში მოძრაობებით ,,დაარტყათ“ ტილო კანს.

4.ვარჯიში ლოყებისთვის

აუცილებელია ისეთი ვარჯიშების შესრულებაც, რომლებიც აძლიერებენ სახის კუნთებს.
აწიეთ თავი ზემოთ და მიაბრუნეთ მარცხნივ, უნდა იგრძნოთ კისრის კუნთების დაჭიმვა, გაჩერდით ამ მდგომარეობაში 2 წუთით და გაიმეორეთ მარჯვენა მხარეზეც.

გაბერეთ ლოყები და დაიგროვეთ რაც შეგიძლიათ მეტი ჰაერი, გაჩერდით 10 წამით და სწრაფად გამოუშვით ჰაერი. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

5.კისრის ვარჯიში

ბოდიფლექსი მარიტივ მეთოდია მთელი სხეულის კუნთების ფორმაში მოსაყვანად.

#1
ნახევრად ჩაჯექით და მუხლებს დააჭირეთ ხელები, იყურეთ პირდაპირ, ისუნთქეთ ღრმად.

#2
აწიეთ თავი მაღლა, ხელები დიაკავეთ უკან. რაც შეიძლება ზემოთ იყურეთ და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 8 წამის განმავლობაში.

#3
მოკუმეთ და წინ წამოწიეთ ტუჩები, იყრუეთ ზემოთ. დაითვალეთ 8-მდე და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე !

ასევე დაგაინტერესებთ: ალოე ვერას ეფექტური ნიღაბი- დაამარცხეთ აკნე მარტივად!