ამ კანადელმა ექიმმა შექმნა რკინის თევზი, რომელიც ადამიანებს ანემიისგან გადაარჩენს!


preview-650x341-98-1461241021

6 წლის წინ კანადელმა ექიმმა კრისტოფერ ჩარლსმა კამოჯაში სტუმრობა გადაწყვიტა. აქ მან შეამჩნია, რომ ადგილობრივი ბავშვები რკინის დეფიციტით იტანჯებოდნენ. არც უფროსების მდგომარეობა იყო ამ მხრივ სახარბიელო.

აი ამ დროს მოუვიდა ექიმს თავში იდეალური აზრი. მან გადაწყვიტა ეწარმოებინა რკინის თევზი, რომელიც შეიცავდა რკინის ყოველდღიური დოზის 75 %-ს.

მთელ მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანი ანემიურია და რკინის დეფიციტით იტანჯება. ამას კი გარკვეულ შემთხვევებში სიკვდილამდეც კი მივყავართ.

ეს პრობლემა წამლებით შეიძლება გადავჭრათ, რომლებიც, სამწუხაროდ, ძვირი ღირს.

როგორც ექიმი კრისტოფერი გვეუბნება, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ რკინის თევზი ჩავაგდოთ სუპში 10 წუთით.

ეს პატარა თევზი გამოიმუშავებს ყოველდღიურად მისაღები რკინის 75 %-ს.

მისი გამოყენება კი წლობის განმავლობაში შეგიძლიათ.

იმ კამბოჯელ მაცხოვრებლებს კი, რომლებიც ამ საშუალებას საჭმელში ხმარობდნენ, 12 თვის შემდეგ რკინის დეფიციტი აღარ აღენიშნებოდათ.