ამ გზის გადაჭრა დღეში მხოლოდ 2-ჯერ შეგიძლიათ! ექსტრემის მოყვარულებს დაგაინტერესებთ!


ყოველდღე ტრანსპორტის ხშირი გამოცვლა გვიწევს. ეს შეიძლება სამგზავრო ავტობუსი ან მეტრო იყოს. გადაჭედილი სივრცე ჩვენს ნერვებზე მოქმედებს. მაგრამ წარმოგიდგენიათ გზა, რომელიც მეზობლებთან გაკავშირებთ, დღეში მხოლოდ ორჯერ იყოს მისაწვდომი?

პასაჟ დუ გუა – ასე ეწოდება გზას, რომელიც ბურნოფის ყურის ფსკერზე მდებარეობს და საფრანგეთის ხმელეთს კუნძულ ნუერმუტიესთან აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 2.58 მილია.

ამ გზაზე მოძრაობა წყლის მიქცევის დროს დღეში ორჯერ შეიძლება. სხვა დროს კი მას ოკეანის ტალღები ფარავს. ტალღის სიდიდემ შეიძლება 1.5-მეტრიდან 3 მეტრსაც კი მიაღწიოს. გზის დაფარვა ავტომობილმა 1.5 საათში უნდა მოასწროს.
წყლის მიქცევის მიუხედავად, ის მაინც სახიფათოდ ითვლება, განსაკუთრებით, მძღოლებისთვის.

ზოგიერთი ადამიანი კი მის დაფარვას ფეხითაც ცდილობს, საოცარია არა?

ასევე დუ გუას გზა მასპინძლობს უნიკალურ რბოლის ჩემპიონატს. 1987 წლიდან მოყოლებული სპორტსმენები ცდილობენ გაექცნენ წყლის მოქცევას. 30 მონაწილე იწყებს რბოლას და კუნძულამდე მიღწევას ცდილობ. ამ დროს ტალღები დიდდება. მონაწილეთა უმეტესობა სირბილს ღრმა წყალში ამთავრებს.