ამ გოგონას საკუთარი შვილის ხელში აყვანა არ შეუძლია! აი მიზეზიც!


ბავშვის დაბადება მტკივნეული, რთული პროცესია, რომელსაც თან სდევს თეთრი ღამეები, სტრესი და ასე შემდეგ.
ყველაფერ ამას უძლიერესი სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება. მაგრამ 22 წლის შერილისთვის ბავშვის მოვლა განსაკუთრებულად საძნელო საქმეა. გოგონა გენეტიკური დაავადებით იტანჯება. მას არ აქვს კუნთოვანი ქსოვილები ხელებსა და ფეხებზე.

„ზოგჯერ მესმის, როგორ ტირის ჩემი შვილი, მაგრამ მისი ხელში აყვანა არ შემიძლია. მე კი ველოდები, როდის მომიყვანს ვინმე მას“, – ამბობს შერილი. როცა ის დაიბადა, მისი მშობლები ფიქრობდნენ, რომ გოგონა 5 წლამდე იცოცხლებდა.

20 წარუმატებელი ოპერაციის მერე, ექიმმა მშობლებს უთხრა, რომ მისთვის ეტლი ეყიდათ და ბავშვთა სახლში გაეგზავნათ. პატარას სიარული სურდა და პირველი ნაბიჯები 5 წლის ასაკში გადადგა.

ამის შემდეგ შერილმა გადაწყვიტა, ექიმების მოლოდინები გაეცამტვერებინა და სრული ცხოვრებით ეცხოვრა. მან კოლეჯშიც ჩააბარა, სადაც კრისს შეხვდა. ბიჭს, რომელსაც ხერხემლის დაავადება ჰქონდა. ისინი დაქორწინდნენ და ბავშვის ყოლაც მოინდომეს.

შერილმა თავიდან ბავშვი დაკარგა, მაგრამ მოსიყვარულე წყვილი არ ნებდებოდა. „ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ბავშვის ყოლას ვერ შევძლებდი, მიზეზს კი არ მიხსნიდნენ“,- ამბობს გოგონა. მათ ეჭვი ეპარებოდათ, რომ გოგონა, რომლის სიმაღლე 120 სანტიმეტრი იყო, გააჩენდა სრულყოფილ ბავშვს.

შერილმა შვილი მაინც გააჩინა. პატარა ჯანმრთელი დაიბადა და მემკვიდრეობით არცერთი დაავადება არ გამოჰყოლია.

დედა და მამა სიყვარულით უვლიან ბავშვს, ამასთან ერთად კვირაში 5-ჯერ ძიძაც სტუმრობთ ხოლმე.

ეს ბავშვი ორივე მშობლის ძალაში დაგარწმუნებთ.
შერილი დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემას გაუმკლავდება და არა მარტო, ის კოლეჯში სწავლასაც აგრძელებს.