ამ ბიჭს ზედმეტი ორგანო აქვს, რის გამოც თანასოფლელები ჩაქოლვას უპირებდნენ!


ინდოელი 8 წლის ბიჭის დიპაკ კუმარ პასვანის ცხოვრებას მარტივს ვერ უწოდებთ. ბიჭს დაბადებიდანვე უიშვიათესი ანომალია აქვს. მას გულიდან სხვა ორგანო ამოუვიდა, რომელიც მის განუვითარებელ ტყუპ ძმას ეკუთვნის.

ექიმები დიპაკის მშობლებს აფრთხილებდნენ, რომ ბიჭი დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვლებოდა. მაგრამ ბიჭუნა ძლიერი აღმოჩნდა. ზოგი მის ჩაქოლვასაც კი ფიქრობდა, ზოგი კი თვლიდა, რომ ის წმინდა ბავშვი იყო, რადგან მათი კულტურის მიხედვით მეოთხე ხელი ვიშნა ღმერთის სიმბოლოა.

ბიჭი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი მშობლები ღარიბები არიან. ისინი ფიქრობდნენ, რომ ოპერაცია ბავშვს შანსს მისცემდა. სამწუხაროდ, ამისთვის საჭირო 80 000 დოლარს ისინი ერთი საუკუნის განმავლობაში ვერ მოაგროვებდნენ.

თუმცა ბიჭის ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. კეთილი ადამიანების წყალობით ეს თანხა აგროვდა და ბიჭს ოპერაცია გაუკეთეს. დღესდღეობით დიპაკი და მისი მშობლები წყნარად და ბედნიერად ცხოვრობენ.