ამ ბიჭს ფეხი დაუსივდა და ეს ლაქა გაუჩნდა! ერთი თვის შემდეგ ის გარდაიცვალა!


2014 წელს პატარა ბიჭი კიტ პირსი თავის მე-10 დაბადების დღეს აღნიშნავდა. ის ჭამდა ტორტს, ხსნიდა საჩუქრებს და მხიარულობდა ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მე-4 კლასში იყო, მას უკვე ფეხბურთის ვარსკვლავად ხედავდნენ.

დაბადების დღიდან 1 თვის შემდეგ, ბიჭს ერთი ფეხის გასიება დაეწყო. მშობლებმა ის ექიმთან რამდენჯერმე წაიყვანეს, მისი მდგომარეობა კი უარესდებოდა.
აღმოჩნდა, რომ კიტს ერთ-ერთმა ყველაზე შხამიანმა ობობამ უკბინა…

კიტს აღწერდნენ, როგორც ენერგიულ, ათლეტურ, საყვარელ პატარა ბიჭს.

ბავშვი ნიჭიერი ფეხბურთელი გახლდათ.

ერთ დღესაც ბავშვს ფეხის გასიება დაეწყო.

ექიმთან ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ, ბიჭს ფეხი ასტკივდა. ბავშვს ფეხზე მრგვალი, უცნაური მუქი ლაქა ჰქონდა – ზუსტად იქ, სადაც ფეხი სივდებოდა. „ მე ვცდილობდი მეთქვა ექიმებისთვის, რომ ეს შეიძლება ობობის ნაკბენი ყოფილიყო“, – ამბობს კიტის დედა.

თუმცა ექიმები ამ ლაქის გამო ფიქრობდნენ, რომ ბიჭს კიბო სჭირდა და ობობის ვერსიას ყურად არ იღებდნენ. ამიტომ მისი განკურნება ძლიერი ანტიბიოტიკებით და სისხლის გადასხმით სცადეს.

2 დღის შემდეგ სეფსისი განვითარდა. ექიმებმა ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა კიტი გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო სეფსისისგან, რომელიც ობობის ნაკბენის შემდეგ განვითარდა.
„კიტი თავისი დაბადების დღიდან 1 თვესა და 4 დღეში გარდაიცვალა“,- ამბობს დედა.

მსგავსი ობობები გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ასევე ის ხშირად ხვდებათ კანზასში, ოკლაჰომაში, ტეხასში, ლუიზიანაში, ჯიორჯიაში, ალბამაში და ასე შემდეგ.

ექიმები აფრთხილებენ ადამიანებს, რომ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი და გრძელი შარვლები ჩაიცვან. ასევე კბენის შემთხვევაში, ადამიანებმა ნაკბენი ადგილი ცხელი, საპნიანი წყლით უნდა მოიბანონ და შემდეგ ცივი კომპრესი დაიდონ. თუ ტკივილში გადაიზარდა, აუცილებლად უნდა შეატყობინონ ექიმს.

2014 წლის ნოემბერში კიდევ ერთი ბიჭი მოკვდა ამ ყავისფერი ობობისგან. ეს იყო 5 წლის ბიჭი ბრენსონ რაილი კარლისლი. ის კბენიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ეს სამი სურათი ბრენსონის დედის მიერ არის გადაღებული, რომელიც კბენის პროგრესს ასახავს.

კიტის სახელზე საქველმოქმედო ფონდიც შეიქმნა…