ამ ბიჭს ხელი მოაჭრეს. კიდურის გადარჩენის მიზნით ექიმებმა ის მიაკერეს… მის ფეხს!!!


1

იაპონელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. მათ პაციენტის ამპუტირებული ხელი მის ფეხს მიაკერეს და ამგვარად გადაარჩინეს კიდური. ამ მდგომარეობაში, მოკვეთილი ორგანო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი უწინდელ ადგილს დაუბრუნდა.

ახალგაზრდა მუშას, ჯოუს ხელი მანქანაში მოჰყვა, რომელმაც მას კიდური მოაჭრა. კოლეგებმა მანქანა გააჩერეს და ავადმყოფი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა განაცხადეს, რომ დაზიანებული ორგანოს თავის ადგილზე მიმაგრება არ გამოვიდოდა, რადგან მკლავის ძვალი ძლიერად გადატეხილი, სისხლ-ძარღვები კი სერიოზულად დაზიანებული იყო.

სანამ ხელს მიაკერებდნენ, ჯერ მკლავზე არსებული ჭრილობისთვის უნდა ემკურნალათ, სხვაგვარად კიდურის მიკერება არ მოხერხდებოდა. ჭრილობის შეხორცებას 1 თვე სჭირდებოდა, ამ დროის განმავლობაში კი, მოჭრილი ხელის ქსოვილი ნელ-ნელა კვდომას დაიწყებდა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივმა მიკროქირურგებმა ურთულესი ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს და პაციენტის დაზიანებული ორგანო მისი წვივის კუნთებზე მიაკერეს. ამგვარად, ხელში სისხლის მოძრაობა არ ირღვეოდა და ის გადანერგვისთვის ვარგისი რჩებოდა.

1 თვის განმავლობაში, ორგანო ამ მდგომარეობაში გააჩერეს. 10-საათიანი ოპერაციის შემდეგ კი, ხელი უწინდელ ადგილას დააბრუნეს. პაციენტი ნელ-ნელა უკვე ამოძრავებს თითებს, თუმცა, ორგანოს სრულ ამუშავებამდე, მას წინ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი ელის.

ასევე დაგაინტერესებთ: ბიჭს ზურგის ტკივილი 4 თვე ტანჯავდა, ექიმები ვერ ეხმარებოდნენ, სანამ მას არ მიაგნო

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend