ამ 8 რჩევას თუ ძილის წინ გაითვალისწინებთ, დილით ბევრად ლამაზები იქნებით!


ყველა ქალს არ აქვს იმის საშუალება ჰყავდეს პირადი ტრენერი ან სტილისტი, თუმცა ყველას შეუძლია იყოს ლამაზი. ამაში ჩვენი მოცემული რჩევები დაგეხმარებათ!

1) აკნეს წამალი

ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთი ჩაის კოვზ დარიჩინს შეურიეთ. მიღებული მასა პრობლემურ ზონაზე წაისვით.

2) ფეხის ქუსლები მსგავსი ბავშვისა

თუ თქვენი ფეხის ქუსლი დახეთქილია ან გამომშრალი, ყოველ საღამოს ასეთი ეშმაკური ხერხი სცადეთ: ძილის წინ წაისვით ვაზელინი და ჩაიცვით თბილი წინდები.

3) ხავერდის ხელები

ზუსტად ამგვარი რჩევაა ხელებზეც. ეს განსაკუთრებით ზამთარშია აქტუალური, რადგან ამ დროს ხელები ყინვისგან იფიტება და მშრალი ხდება. შეგიძლიათ ქოქოსის ზეთი გამოიყენოთ. თუ ძილისთვის განკუთვნილი სპეციალური ხელთათმანები გაქვთ, ეს საერთოდ საუკეთესოა.

4) ღამის ნაოჭები

დილით სახე ” დაჭმუჭნული” რომ არ იყოს, ბამბის ბალიში შეცვალეთ აბრეშუმით.

5) კულულები

თუ კულულები გსურთ, ძილისწინ ცოტაოდენი რუჯის კრემი წაისვით თმაზე.

6) იაფი საშუალება

თუ სახლში თმის დამხვევი არ გაქვთ, არ ინერვიულოთ! შეგიძლიათ მათ ნაცვლად ჩვეულებრივი ქაღალდის ჩანთები გამოიყენოთ.

7) ასპირინის დახმარება

3 ცალი ასპირინი დატეხეთ ისე, რომ ფხვნილი მიიღოთ, აურიეთ 1 ჩაის კოვზ თაფლში და მიღებული ანრევი სახეზე დაიტანეთ. ეს დაგეხმარებათ სახიდან ნებისმიერი დაღლილობა მოიხსნათ და მუწუკებიც მოიშოროთ.

8) არ დაელოდოთ დილას!

მშრალი შამპუნის გამოყენებისთვის დილამდე მოცდა არ მოგიწევთ. თუ იცით, რომ დილით თავის დაბანის დრო არ გექნებათ, ჯობს ის ახლავე დაიტანოთ. ის ღამითაც ეფექტურად იმოქმედებს.