ამ 2 კომპონენტის შერევით თქვენ მიიღებთ ჭურჭლის გასაწმენდ საშუალებას! იაფი და ეფექტურია!


thumb1-840x440


ჩამჯდარი ცხიმისგან სამზარეულოს ჭურჭლის გაწმენდა ადვილი საერთოდაც არ არის. ამ დროს ვიყენებთ საწმენდ საშუალებებს, რომელთა უმეტესობა ჩვენივე ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

თუმცა გამოსავალი ამ სიტუაციიდან მოიძებნება. დღეს შემოგთავაზებთ უნივერსალურ საწმენდ პასტას, რომელიც 2 კომპონენტისგან შედგება.

ინგრედიენტები:
• 0.25 ჭიქა სოდა

• 0.1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი

მომზადება:

შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს. მიღებული პასტა გაჭუჭყიანებულ ზედაპირზე დაიტანეთ. დატოვეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ღრუბლით გაწმინდეთ და წყლით ჩამორეცხეთ.

ეს მრავალფუნქციური საშუალება გახლავთ, რომელსაც არამარტო ჭურჭლის, არამედ სამზარეულოს კარადების, ღუმლის, გაზქურის გაწმენდაც კი შეუძლია.