ალოე ვერა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის! არაჩვეულებრივია!


ალოე ვერა ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და გამოყენებადი მცენარეა ტრადიციულ მედიცინაში. ის არბილებს კანს, ამცირებს ტკივილსა და ანთებით პროცესებს. ალოე ვერას იყენებენ ეგზემით დაავადებულ პაციენტებში.

ალოე ვერას ეგვიპტეში სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ. ნაპოვნია აფრიკაში. აქვს ფოთლის უნიკალური გარეგნობა.
ალოე ვერა შეიცავს იმ ვიტამინებს, მინერალებს და ფიტოქიმიკატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თმისა და კანის ჯანმრთელობა-სილამაზეს.

აი მისი უპირატესობებიც:

იმუნიტეტის გაძლიერება

ალოე ვერა ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ეს უკანასკნელი აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. უბრალოდ დალიეთ 1 ჭიქა ალოე ვერას წვენი ყოველდღიურად.

ენერგიის გამზრდელი

ალოე ვერას წვენი არაჩვეულებრივი სასმელია ენერგიის გასაზრდელად. მისი რეგულარულად მიღება დაგეხმარებათ ბევრი კალორია დაწვათ და მეტაბოლიზმი გაიუმჯობესოთ.

კანის მკურნალი

ალოე ვერა კანის ისეთ დაავადებებს კურნავს, როგორებიცა ფსორიაზი, გაწითლებული კანი, ეგზემა. ალოე ვერა ალერგიულ რეაქციებსაც ებრძვის, რომლებიც გამოწვეულია მწერების ნაკბენისგან.

კანის სიმჭიდროვე და სტრიები

ალოე ვერა ამცირებს სტრიების რაოდენობას, უბრუნებს კანს ელასტიკურობას.

ალოე ვერა იყიდება ფხვნილის, გელისა და წვენის ფორმით.