ახალი სიცოცხლე ძველ ნივთებს. როგორ გადავაკეთოთ ძველი ავეჯი ზედმეტი ხარჯის გარეშე?


thumb

ინტერიერის გასაახლებლად ძვირადღირებული რემონტის გაკეთება არაა საჭირო. თქვენ შეგიძლიათ სახლი ზედმეტი ხარჯის გარეშე გააფორმოთ, ამაში ეს კრეატიული იდეები დაგეხმარებათ.

კარი

ძველისგან დამზადებული ახალი კარი. ძველ კარს საღებავის ერთი ფენა მოაშორეთ და თქვენი ფანტაზიის დახმარებით ორიგინალური დიზაინი შექმენით.

შპალერი

იმისთვის, რომ ოთახის ყველა კედელი ერთნაირი არ იყოს გირჩევთ განსხვავებული შპალერი ოთახის ერთ კონკრეტულ ნაწილში გააკრათ, ეს კონტრასტს შექმნის და ბევრად ორიგინალური იქნება.

ძველი ავეჯი

ბებიას ძველი ავეჯის გათანამედროვება არც თუ ისე რთულია. მთავარია ავეჯს ლაქი მოაშოროთ და ზუმფარას ქაღალდით (“შკურკით”) გაწმინდოთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ იმ ფერზე შეღებოთ, როგორსაც მოისურვებთ. გირჩევთ აკრილის საღებავი გამოიყენოთ.

იატაკი

იატაკის სხვადასხვა ორიგინალური ორნამენტებით გაფორმება ნამდვილად საინტერესოა.

განათება

ორიგინალური დეკორატიული განათება ყოველთვის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინტერიერს.

ბუხარი

თუ ნამდვილ ბუხარს ვერ აკეთებთ, შეგიძლიათ იმიტირებული გააკეთოთ, ეს სახლს უფრო მყუდროს და გამორჩეულს გახდის. იმიტირებული ბუხრის გასაკეთებლად შეგიძლიათ ძველი კარადა გამოიყენოთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend