ახალდაქორწინებულები ფოტოს იღებდნენ, როცა მათ “უცნობმა” მამაკაცმა კადრი გაუფუჭა!


capture

ალბათ ნაცნობი მომენტია, როცა ფოტოს იღებთ და ვიღაცა უეცრად კადრს გიფუჭებთ. ეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ქორწილის დროს. ახალდაქორწინებულები ელიზაბეტი და რაიანი ზუსტად ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როცა 24 სექტემბერს ნიუ-იორკში ფოტოებს იღებდნენ.

თუმცა ისინი სიხარულისგან მეშვიდე ცაზე იყვნენ, როცა “უცნობმა” მათ კადრი გაუფუჭა. მიზეზს ახლავე გაიგებთ!

კადრში თვით ტომ ჰენკსი მოხვდა – “ფორესტ გამპისა” და ” და ვინჩის კოდის” ვარსკვლავი.

ის უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა, როცა ეს წყვილი დაინახა.

მან პატარძალს აკოცა და წყვილს დაოჯახება მიულოცა.

ფოტოგრაფი მეგ მილერი ამ ფაქტმა გაახარა. ის ცდილობდა ყოველი მომენტი დაეფიქსირებინა.



საბოლოოდ, ტომმა სელფიც კი გადაიღო ახალდაქორწინებულებთან.