აიფონის არქონა “გოიმობა” არ არის! რეალური და გულწრფელი ისტორია ამ თემაზე!


წინასადღესასწაულო განწყობაა. ოფისი. თანამშრომლების ნაწილი მშვიდადაა და კაბინეტში აქეთ-იქით დადიან, ზოგი რაღაცას ჭამს ან სვამს.

მე კაბინეტში ვზივარ. ამ დროს კარზე აკაკუნებენ.

—შემოდით, — ვამბობ მე.

კაბინეტში კომერციული დირექტორი შემოდის.

— ალექსანდრე, თქვენ კიდევ არ წასულხართ?
— არა, – ვპასუხობ მე.
— აიფონის დამტენი ხო არ გექნებათ?
— არა, აიფონი საერთოდ არ მაქვს.
— მოიცადეთ, სერიოზულად? — უკვირს მას. — და რა ტელეფონი გაქვთ?
— რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, დამტენი არ მაქვს.
— ნუ ისე, უბრალოდ საინტერესოა.

ჩინური ტელეფონი ვაჩვენე, რომელიც 120 ლარად მქონდა ნაყიდი.

უბრალოდ მისი მზერისთვის შეგეხედათ! მის თვალში დირექტორის პოსტიდან სამარცხვინო ლუზერად გადავიქეცი. ავტომატურად თავი მაღლა ასწია, ზურგი გაასწორა და თვალები გაუფართოვდა.

— როგორ შეიძლება ასე?

კითხვა ისე დამისვა, თითქოს გონებით ჩამორჩენილი ვიყავი.

— ასე, ჩვეულებრივ. არ მადარდებს. მერე რა?

ამ კითხვამ ის ჩიხში მოაღწია. არც ვდაობ, აიფონი – მშვენიერი სმარტფონია. გენიოსმა ჯობსმა პირველი ძალიან მაგარი სმარტფონი გამოუშვა.
მაგრამ მას შემდეგ ბევრი კარგი ტელეფონი გამოვიდა და მერე რა?

— თქვენ მას დაატარებთ? – არ ჩერდებოდა ტატიანა.
— არა. ზოგჯერ ვრეკავ ხოლმე და ინტერნეტშიც შევდივარ.
— კამერა კარგი აქვს?
— სიმართლე გითხრა, არ ვიცი.

მისი განცვიფრებული სახისთვის უნდა შეგეხედათ, ამიტომ გადავწყვიტე ამეხსნა:

— ტატიანა, მაქვს რამდენიმე ციფრული კამერა და კიდევ სარკე. ტელეფონში კამერის აზრს ვერ ვხედავ, მითუმეტეს 16 წლისაც კაი ხანია აღარ ვარ.

— ალექსანდრე, სიმართლე გითხრათ არ მესმის. თქვენ ღარიბი არ ხართ, რომ შესაბამისი ტელეფონი ვერ იყიდოთ.

შესაბამისი… შესაბამისი… ამ სიტყვაზე ხმამაღლა გამეცინა.

და გამახსენდა. ერთხელ კაფეში ვიჯექი. იქ საშუალო დონის ხალხი იკრიბება. აქ მსჯელობენ ავტომობილებზე, პარიზზე, მოდაზე და ასე შემდეგ.

გვერდით ორი ბიჭი იჯდა, მანქანებზე საუბრობდნენ. „ბეემვე უნდა ვიყიდო აუცილებლად“,-ამბობდა ერთ-ერთი მათგანი. „ძვირია, ფული გაქვს?“- ჰკითხა მეორე. “არააა, ფული მხოლოდ „ლოგანზე“ მყოფნის, მაგრამ შანსი არაა ეგ ვიყიდო. კრედიტს ავიღებ ალბათ“. „და რა მოხდა თუ ლოგანს იყიდი ჯერ…“, „შენ რა გაგიჟდი? – აღშფოთდა მოსაუბრე. – მაგ მანქანით მისვლა სამსახურში შესაბამისი არაა“

— ტატიანა, ამიხსენი შესაფერისი რას ნიშნავს — დავინტერესდი მე.
— რას და სტილურს, სტატუსის შესაბამის.
— ეს ყველაფერია?
—რავიცი, კამერა კარგია, სხვადასხვა აპლიკაცია აქვს.
— და მორჩა?

— კიდევ რა არის საჭირო? — თვალი ამარიდა
—ზუსტად ეგ არის ტატიანა, არაფერიც არ არის საჭირო, რაც მე მჭირდება, გესმის?
— და სტატუსი?
— რას გულისხმობ?
—პარტნიორები, კლიენტები… – ტატიანას ეგონა საუბარი მოიგო.
—ხო მაგრამ ისინი ჩემი ტელეფონისთვის ხო არ ჩამოდიან. არცერთი პარტნიორი არ მეტყვის იმას, რომ ხელშეკრულებას ხელს იმიტომ არ მოაწერს, რომ აიფონი არ მაქვს. აი ამას რომ მეტყვის, მაშინ კი დავფიქრდები,- გავიღიმე მე.

იქნებ უბრალოდ ვბერდები? იქნებ შუა ხნის კრიზისია. არა, მშვენივრად ვიცმევ, თავს ვუვლი, ძვირფასი ფეხსაცმელი მაქვს, საათებიც.

უცბად რაღაც-რაღაცები გადავაფასე. არ მესმის ადამიანების, რომლებიც ჩემს შეფასებას ჩემი ძველი ნოკიათი ცდილობენ.

ტატიანა გავიდა, მიშა შემოვიდა.

— ალექსანდრე, კიდევ აქ ხარ?
— კი, კი აქ ვარ. რამე გინდა?
— უბრალოდ ისე შემოვედი.
— მოიცადე, შენს ტელეფონს არ მაჩვენებ?
— რა ჯანდაბად გინდა?
— უბრალოდ ისე, შენი ცოლი ხო არ ვარ?

მან თავისი ძველი ნოკია Е75 მაჩვენა.

— მოიცა რა აიფონი არ გაქვს? — ვეკითხები
— არააა, რა ჯანდაბად მინდა?
— რა ვიცი, იმიჯი, სტატუსი — დავიწყე ტატიანას სიტყვებით ლაპარაკი
— რაო, რაო?!— წარბები აწია მიშამ.
— სტატუსი, სტატუსი-მეთქი, — გავუმეორე.

— ეჰ, ალექსანდრე. ამგვარი რაღაცები არ მაინტერესებს. საუნა მაქვს, 2 სამზარეულო, 2 საძინებელი. აი ესაა სტატუსი. მოდი, უბრალოდ გავიდეთ და წყალი დავლიოთ, უიმიჯოდ და უსტატუსოდ.
— ანუ აიფონი არ გაქვს ხო?
— ხო, ხო რატომ ჩამაცივდი?
— უბრალოდ ისე, ძნელია იყო უმცირესობაში — გავიღიმე.

ზოგჯერ ვყიდულობთ ისეთ ნივთებს, რომლებიც საერთოდ არ გვჭირდება. მაგრამ ვყიდულობთ იმიტომ, რომ სხვებმა შეგვაქონ.
რატომ არ შეიძლება შევიძინოთ ის, რაც ნამდვილად გვესაჭიროება და მოგვწონს? თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?