აიმაღლეთ იმუნიტეტი და გაიმდიდრეთ ორგანიზმი ვიტამინებით-ყველაზე ეფექტური საშუალებაა!


იმუნიტეტზე უამრავი რამაა დამოკიდებული, სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა დაავადებებისა და ვირუსების წინააღმდეგ, ამიტომ მისი გაძლიერება მნიშვნელოვანია. გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს, მოამზადეთ ეს საშუალება და გააჯანსღეთ ორგანიზმი. მიიღეთ უამრავი ვიტამინი და იზრუნეთ საკუთარ თავზე მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით!

თქვენ დაგჭირდებათ:

– 500 გ ქიშმიში
– 500 გ აბრიკოსის ჩირი
– 500 გ ლეღვი
– 500 გ შავი ქლიავის ჩირი
– 500 გ თაფლი
– 2 ჭ კაკალი
– 1 ც ლიმონი

ინსტრუქცია:

1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ან სამზარეულოს კომბაინის დახმარებით, გარდა თაფლისა. თაფლში აურიეთ დაქუცმაცების პროცესის შემდეგ.

2. აურიეთ ფაფისებური მასის მიღღებამდე. გადაიტანეთ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

3. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, 30 დღის განმავლობაში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ასევე დაგაინტერესებთ: ლიმონი, მარილი და თაფლი – უნიკალური რეცეპტი გლუვი და ჯანსაღი კანისთვის…