აი როგორ უნდა შეინახოთ სხვადასხვა პროდუქტი! ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!


thumb-1

იმის გამო, რომ ჩვენ არასწორად ვინახავთ პროდუქტებს, ისინი ფუჭდება და მათი გადაგდება გვიწევს.

შემოგთავაზებთ 8 ჭკვიანურ ხერხს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ:

1. თაფლმა დიდი ხანი რომ გაძლოს, ბნელ ადგილას მოათავსეთ. აუცილებლად თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

2. კვერცხს ხშირად მაცივარში ინახავენ, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ვერ ვასწრებთ მათ გამოყენებას. იცით თუ არა, რომ მათი გაყინვა გემოს დაკარგვის გარეშე შეგიძლიათ?

ამისთვის გამოიყენეთ ყინულის კუბების ჩასადები, ჩაამატეთ მარილი და შაქარი. ამგვარი ხერხი ძალიან ეფექტურია.

3. მწვანილი უნდა შეინახოთ მინის ქილაში, თავსახური კარგად დაახურეთ. ასევე შეგიძლიათ სველ ქსოვილის პირსახოცში გადაახვიოთ და ასე შედოთ მაცივარში.

4. ყველი გაახვიეთ სპეციალურ ქაღალდის პაკეტში ან პერგამენტის ქაღალდში. არ გამოიყენოთ პოლიეთილენი.

5. ანანასი თავდაყირა შეინახეთ, ასე ისინი სიტკბოს შეინარჩუნებენ.

6. მწვანე ხახვი კი წყალში ჩადეთ. მისი ღეროები სველი ხელსახოცით გაწმინდეთ და პოლიეთილენის პაკეტში შეახვიეთ.
ქილა მაცივრის ქვედა თაროზე შედგით. ამგვარად მწვანე ხახვი 2 კვირა გაძლებს.

7. გოგრა თაროზე ( არა მიწაზე) შეინახეთ. დაუშვებელია გოგრები ერთმანეთს შეეხონ. თუკი მას აივანზე შეინახავთ, ქსოვილი გადააფარეთ, რათა მზისგან დაიცვათ.

8. კოჭას ფესვის მაცივარში შენახვა კვირაზე მეტხანს არ შეიძლება. ის შეფუთეთ საჭმლის ცელოფანში. აუცილებლად შეამოწმეთ ფესვის სიმშრალე .