აი, როგორ უნდა შეინახოთ პომიდორი ახალ წლამდე: მარტივი და ეფექტური მეთოდი!


გთავაზობთ პრაქტიკულ მეთოდს, გაიგეთ, როგორ უნდა შეინახოთ პომიდორი (მთლიან, თერმულად დაუმუშავებელ მდგომარეობაში ) ხანგრძლივად.

ინგრედიენტები (3 ლ მოცულობის ქილაზე)

– 5-6 ს/კ მდოგვის ფხვნილი
– პომიდორი

მომზადება:

1. გაუკეთეთ ქილებს სტერილიზაცია. გარეცხეთ პომიდორი და გააშრეთ.

2. მშრალ და სუფთა ქილაში ჩაყარეთ მდოგვის ფხვნილი.

3. ჩაალაგეთ პომიდორი ისე, რომ ერთმანეთს ძალიან მჭიდროდ არ ეხებოდეს, თითოეული პომიდორის ჩადებისას დაამატეთ მდგოვის ფხვნილი.

4. როდესაც ბოლო პომიდორს ჩადებთ და მდოგვის ფხვნილსაც მოაყრით, დააფიქსირეთ ქილა თავსაფრით.

5. ამოაბრუნეთ ქილა და ეცადეთ ფრთხილად გაათანაბროთ მდგოვის ფხვნილი შიგნით (ოდნავ შეანჯღრიეთ)

6. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილზე.

ასევე დაგაინტერესებთ: 15 სასარგებლო ხრიკი-გაიმარტივეთ ყოველდღიური პრობლემები!