აი როგორ უნდა მოიქცეთ ტვინის სისხლძარღვების ქრონიკული დაავადების დროს!


ტვინში სისხლის მოძრაობის დარღვევას ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი იწვევს. მათ გამო მხედველობა იკლებს, კოორდინაციის უნარი იკარგება, ჩნდება ინსულტი.

ეს სიმპტომები ნელ-ნელა ვითარდება და გარშემომყოფთათვის ხილული არ არის. ზოგჯერ ამას თავად დაავადებულიც კი ვერ ამჩნევს. მას ნელ-ნელა ეკარგება ინტერესი ყველაფერის მიმართ და თვითონაც ვერ ხვდება როდიდან გახდა ასეთი. ამ დროს ის ჩვეულებრივად ასრულებს საქმიანობას. ხოლო როცა ადამიანს უკვე უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ექიმს.

თუ ტვინში სისხლძარღვების დაზიანებას ვერ განკურნავთ, შეუქცევადი მოქმედებები წარიმართება. ამ ყველაფრის მერე კი ინტელექტი შემცირდება და ეს სწრაფად პროგრესირებადი იქნება.

ტვინის სისხლძარღვების ქრონიკული დაავადების სხვა სიმპტომია, როცა ფიზიკური აქტივობების დარღვევა ხდება. არეული სიარული – სიბერეს სულაც არ მიუთითებს. თუ ეს დაავადება ახალგაზრდა ადამიანს აღმოაჩნდა, მას შეიძლება ფეხებში ტკივილი სულაც არ აწუხებდეს, არც – კიდურების ტკივილი თუ დამბლა. მაგრამ მის დაავადებას ზუსტად ეს არეული სიარული გასცემს.

მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ქმნის პატარა არტერიებში სკლეროზს. ამის გამო ტვინის ზოგიერთ ნაწილში ნორმალური სისხლის მიმოქცევა ირღვევა.

რისკფაქტორებია მოწევა, წონაში მომატება, ქოლესტერინი სისხლში მატება.

სისხლძარღვების გასაძლიერებლად და მეხსიერების შესანარჩუნებლად: დაფქვით 500 გრამი მოცვი, შეურიეთ 350 გრამი თაფლს, დაუმატეთ დაახლოებით 150 გრამი წვრილად გახეხილი პირშუშხას ფესვი. მიქსერში აურიეთ, შედეთ მაცივარში. ყოველდღე მიიღეთ 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. 2-3 ჩაის კოვზით ცხელ ჩაისთან ერთად. თუ უფრო მეტად ტკბილი გიყვართ, თაფლის რაოდენობა 500 გრამამდე გაზარდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!