აი, როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბავშვი იხრჩობა-ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!


დახრჩობა, გაგუდვა, ჩაბჟირება-ეს საშინელი რამ ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის ჩვილებსაც შეიძლება დაემართოთ, ასეთ სიტუაციაში მოქმედება მარტივი ნამდივლად არ არის, თუმცა პირველადი დახმარება ყველამ უნდა იცოდეს! ყურადღებით გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ინფორმაციას და გაიგეთ რა უნდა მოიმოქმედოთ მსგავს სიტუაციებში!

ნიშნები, როდესაც ბავშვი იხრჩობა

-ბავშვი ვეღარ ტირის, ვეღარ ისუნთქავს ჰაერს, ხმას ვერ გამოსცემს;
-ბავშის თვალები გაფართოვებულია;
-პირი არის ფართოდ გაღებული;
-კანი იღებს წითელ ფერს, შემდეგ კი ლურჯს;

რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ დროს

მას შემდეგ, რაც სასწრაფოს დაურეკავთ, აუცილებელია პირველადი დახმარება თავად გაუწიოთ ბავშვს!

1.ბავშვის ხელები აწიეთ ზემოთ, სასუნთქი გზები ამგვარი მეთოდით იხსნება.
2.დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, თქვენს ხელებზე და 5-ჯერ დაარტყით მხრებს შორის.
3.თუ ბავში საჭმლის გამო იხრჩობა, აიყვანეთ ის ფეხით ან ეცადეთ აარევინოთ გული, ხელი დააჭირეთ ენის ძირში.

თუ ნივთი ან საკვები გაიჭედა საუნთქ გზებში, სიმპტომები ამ შემთხვევაში განსხვავებულია.

სასუნთქი გზების გათავისფულება:

1. ბავშვის ზურგი მოიქციეთ თქვენს პირდაპირ, მოეხვიეთ ერთი ხელით და მიაჭირეთ მუცელზე, გადახარეთ წინ, მეორე ხელით დაარტყით ზურგზე.

2. თუ პირველმა მეთოდმა შედეგი არ გამოიღო, დააწვინეთ ბავშვი ზურგზე ისე, რომ თავი ტანთან შედარებით ქვედა დონეზე იყოს. მკერდის არეზე დაჭირეთ ხელი (პირველადი დახმარების აქტივობა)

თუ ბავშვს გადაეყლაპა სათამაშო ან მსგავსი დეტალი, დააწვინეთ ბავშვი ხელზე სახით ქვემოთ. თავი უნდა იყოს მკერდზე ქვემოთ, დაარტყით ბავშვს ბეჭის ორივე მხარს შორის.

ასეთ დროს არავითარ შემთვევაში არ ჩაუყოთ ყელში თითები, ამით რისკავთ ბავშის სიცოცხლეს!

პირველადი დახმარება 1 წელზე მეტი ბავშვებისთვის

ყველაზე მთავარია შეინარჩუნოთ სიწყნარე და არ ჩავარდეთ პანიკაში. უნდა გამოიყენოთ ჰელმიჩის მეთოდი:

1. დადექით ბავშვის უკან
2. მოეხვიეთ თეძოებზე
3. მუშტი შეაკვრევინეთ და დაადეთ ბავშვს ნეკნებსა და ჭიპს შორის.
4. მეორე ხელის გულით მოიქციეთ მუშტში.
5. გაწიეთ ხელები და დააწექით ბავშვს მუცლით, იმოძრავეთ ქვემოდან ზემოთ.


სტრესის გამო შესაძლოა ბავშვს დაემართოს ყელის სპაზმი, რომელიც აფერხებს სუნთქვის პროცესს. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის სათამაშოებს და ნუ შეიძენთ პატარა დეტალებისგან შემდგარ ნივთებს. არ აჭამოთ ბავშვებს ძალით, რადგან ასეთ დროს დახრჩობის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება!

ასევე დაგაინტერესებთ: დედამ საკუთარ პატარა გოგონას ყუთებისგან ოცნების სამზარეულო მოუწყო! ორიგინალურია!