აი როგორ უნდა მოამზადოთ კეფირის ნამცხვარი! ეს მხოლოდ 40 წუთს წაგართმევთ!


thumb

კეფირის ნამცხვარი – გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია.
კეფირის ცომისგან გამოდის არაჩვეულებრივად რბილი ნამცხვარი.

რაც დაგჭირდებათ არის:
ინგრედიენტები:

კვერცხი – 2ცალი

კეფირი – 1 ჭიქა

გამაფხვიერებელი – 10 გრამი

შაქარი – 1 ჭიქა

ვანილი – ცოტაოდენი

კარაქი – 1 ს/კ

ხორბლის ფქვილი – 2 ჭიქა

ქიშმიში – 10 გრამი

მომზადება:

1. ღრმა ჯამში ბლენდერის დახმარებით აურიეთ კვერცხი, შაქარი და კეფირი ერთმანეთს.

2. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ქიშმიში და ვანილი.

3. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით, მოზილეთ მასზე ცომი.

4. ნამცხვარი 30-35 წუთი 180 გრადუსზე აქცხვეთ.

შეგიძლიათ ამ გემრიელ ნამცხვარს შაქრის პუდრა მოაყაროთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend