აი, როგორ უნდა გამოიყენოთ ძმარი კანისა და თმის სიჯანსაღისთვის-ეფექტურია!


მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სახეობის კოსმეტიკური პროდუქცია იყიდება, ზოგიერთი მათგანი კანს აბინძრებს და ალერგიებს იწვევს. კანისა და თმის პროცედურებისთვის ყოველთვის ჯობია გამოიყენოთ სახლში მოსამზადებელი საშუალებები . გთავაზობთ საინეტრესო მეთოდების ჩამონათვალს, რომლის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტი-ძმარია. სცადეთ და თავად შეაფასეთ შედეგი

კანი

1. აურიეთ 2 ჭ წყალი და 1 ს/კ ძმარი. დაასველეთ ამ ხსნარში ბამბის დისკო და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ, არ საჭიროებს ჩამობანას.

შედეგად კი მიიღებთ გადაჭიმულ კანს, გარდ ამისა ძმარი დაეხმარება სისხლის ცირკულირებას. ამცირებს ფორებს.

2. შეურიეთ 4 ჭ წყალი და ½ ჭ ძმარი. დაასველეთ მასში ტილო და დაიზილეთ სახის კანი.

არბილებს მზისგან დამწვარ კანს, აღადგენს pH ბალანსს და ეხმარება განკურნების პროცესს.

3. შეასხურეთ მამბის დისკოს ძმარი და გაიწმინდეთ კანი. ეს არის იდეალური საშუალება გამონაყარის დროს. თუ გამონაყარი დაბინძრებულია, პირველ რიგში უმჯობესია წაისვათ თაფლი და შემდეგ ძმარი. გაიჩერეთ 5 წუთით და ჩამოიბანეთ წყლით.

ძმარი დაგირბილებთ კანს და შეაჩერებს ანთებით პროცესს.

თმა

1. აურეთ ძმრისა და წყლის თანაბარი რაოდენობა და შეიზილეთ თავის სკალპზე, შამპუნის გამოყენებამდე. ალტერნატიულ მეთოდად შეგიძიათ გამოიყენოთ შამპუნისა და ძმრის კომბინაცია, ასევე თანაბარი პროპორციით.

შედეგაც შეგიმცირდებათ ქერტლი და აღადგენთ თავის კანის pH ბალანსს.

2. აურიეტ 2 ს/კ ძმარი და 1 ჭ წყალი. გამოიყენეთ შამპუნის შემდეგ, ჩამოიბანეთ ძმრიანი ხსნარი და წაისვით თმის ბალზამი.

შედეგად თქვენი თმა გაჯანსაღდება და გახდება უფრო მბზინვარე.

ასევე დაგაინტერესებთ: ალოე ვერას ეფექტური ნიღაბი- დაამარცხეთ აკნე მარტივად!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend