აი, როგორ უნდა დაიკლოთ წონაში თქვენი სხეულის ტიპის მიხედვით…


სხეულის ყველა ტიპი მშვენიერია, მაგრამ ყოველ მათგანს განსხვავებული თავისებურებები ახასიათებს და წონაში კლებაც განსხვავებულად ხდება. ყურადღებით გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ინფორმაციას და იზრუნეთ საკუთარ სხეულზე სწორად!

ვაშლის ტიპის სხეული

უნდა ჭამოთ
ამ ტიპის სხეულის მქონე ადამიანებში, სამწუხაროდ, ხშირია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, სასურველია მიიღოთ სწორედ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დაეხმარება სისხლძარღვებს, თქვენი ულუფის ნახევარი ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს. ასევე სასურველია მიიღოთ მარცვლეული-შვრია, ყავისფერი ბრინჯი. პროტეინები უნდა იყოს დაბალკალორიული-თევზი, ყველი, პარკოსნები, თხილი.

როგორ უნდა ივარჯიშოთ

შეადგინეთ კარდიო ვარჯიშების გეგმა, ასევე კარგია იოგა და სირბილი.

მსხლის ტიპის სხეული


უნდა ჭამოთ:

აუცილებელია აკონტროლოთ ცხიმების მიღების რაოდენობა! რადგან ძალიან მარტივია დაგროვდეს ზედმეტი ცხიმი. მნიშვნელოვანია ხილით და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა. პროტეინებით გაჯერებული ნაკლებად ცხიმიანი საკვები: ქათმის ხორცი და თევზი საუკეთესოა.

ვარჯიში:

კარდიო ვარჯიშები, რომელიც ფოკუსირებულია სხეულის ქვედა ნაწილზე, სირბილი და ველოსიპედი საუკეთესოა.

სამკუთხედის ტიპის სხეული


უნდა ჭამოთ:

აუცილებელია ჯანსაღი ცხიმებით გაჯერებული დიეტა, მაგალითად ავოკადოს, თევზის , თხილის შემცველობით. მიიღეთ ორგანული საკვები.

ვარჯიში:

ყურადღება მიაქციეთ კუნთების გაუმჯობესებას, აკონტროლეთ თეძოების მონაკვეთი. სასურველია კონკრეტულად წონაში დასაკლები ვარჯიშები.

ქვიშის საათის ტიპის სხეული

ეს ყველაზე სასურველი ტიპის სხეულია, წონაში მატება მათ საგრძნობლად ემჩნევათ სახეზე, ხელებზე და ფეხებზე. სწორი კვება ყველაზე მნიშვნელოვანია! მიზანშეწონილია ხილი და ბოსტნეული, ასევე მარცვლეული. უნდა მოიხმაროთ მხოლოდ უცხიმო ცილები. უარი თქვით ციხმიან სკავებზე, შაქარსა და კოფეინზე.

ვარჯიში:

აკეთეთ მთლიანი სხეულის ზოგადი ვარჯიშები. პრობლემური ზონების გახურება აუცილებელია ვარჯიშის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!