აი როგორ შეიძლება მოვამზადოთ ცივი ყავა 5 ვარიანტად! ძალიან კრეატიულია!


რა სჯობს ცივ ყავას ზაფხულის ცხელ დღეებში? ჩენ გაგიზიარებთ მის მომზადების 5 ხერხს!

დამტკბარი შედედებული რძე
ყავას დაუმატეთ დამტკბარი შედედებული რძე. დამიჯერეთ, ეს ცდად ღირს.

უბრალო სიროპი

სიროპის გამოყენება ყავაშიც შეგიძლიათ. ამ დროს თქვენ ყავას სიტკბოს ამატებთ და ამისთვის არც ზედმეტად შაქრის დამატება გჭირდებათ და არც – კრემის.

ჩაასხით წყალი ქვაბში, დაამატეთ იმავე რაოდენობის შაქარი, დადგით საშუალო დონის ცეცხლზე. დაელოდეთ შაქრის დადნობას. შეგიძლიათ გემოსთვის დაამატოთ ვანილი, ქოქოსი. გადაწურეთ მიღებული სიროპი და შავ ყავაში ჩაასხით.

ცივი ყავა თავდაყირა

ტავის და შოკოლადის ყინულის კუბებზე რას იტყოდით? აურიეთ შოკოლადის სიროპი და ყავა ერთმანეთს. ჩაასხით ყინულის კუბებში და გაყინეთ. როცა ყავის დალევას გადაწყვეტთ, ჭიქაში ყავის ყინულის კუბები ჩააწყვეთ და დაუმატეთ რძე.

ვანილის ცივი ყავა

რაც დაგჭირდებათ არის უბრალოდ ვანილის ნაყინი და ცხელი ყავა. გემრიელია!

ყავის სმუზი

თუ საუზმეზე სმუზები გიყვართ, მათი ეს ვარიანტიც შეგიყვარდებათ.

აურიეთ ყინული, ყავა, ბანანი, ცოტაოდენი იოგურტი და შოკოლადის ფხვნილი. მიიღებთ ძალიან მაგარ ყავის სმუზს.
გაუზიარეთ ეს არაჩვეულებრივი ხერხები თქვენს ყავის მოყვარულ მეგობრებსაც!