აი როგორ გამოიყურება მეცნიერების თვალსაზრისით იდეალური ქალის სხეული!


არსებობს თუ არა იდეალური სხეული? მეცნიერულად, არსებობს!

ეს კი სულაც არ ჰგავს იმ სხეულის ტიპს, რასაც ჩვენ მოდის ინდუსტრიაში ვუყურებთ!

ტეხასის უნივერსიტეტის კვლევები ამტკიცებს, რომ უნაკლო სხეული სიმაღლეში 1.68 მეტრია, მკერდის, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა კი – ამ ზომების პროპორციული: 99-63-91.

ასეთი ქალი კელი ბრუკია. ის 34 წლის ინგლისელი მოდელია.

ბევრი ადამიანი მას „მსუქნად“ ჩათვლის.

თუმცა მეცნიერებს თუ დავუჯერებთ ბრუკის სხეული მიმზიდველობის მხრივ არაჩვეულებრივია. რატომ არის საჭირო მიმზიდველობა? მეცნიერულად ეს ნაყოფიერებისთვის აუცილებელი პირობაა.

კელი ბრუკის სხეული ასოცირდება ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობასთან.


მაშინ გამხდარი მოდელები რატომ არიან პოპულარულები?

იმიტომ, რომ ისინი ტანსაცმელს “ყიდიან”.

მოდელებს იქირავებენ იმის გამო, რომ კარგად წარმოაჩინონ ტანსაცმლის სტრუქტურა და ხაზები. ამიტომ ჩვენ კელი ბრუკის ნაირ ქალებს ცოტას თუ ვხედავთ ამ ინდუსტრიაში.

ზედმეტი სიგამხდრე ჯანმრთელობისთვის არ ვარგა, ისევე როგორც ზედმეტი სიმსუქნე. მთავარია ოქროს შუალედი ვიპოვოთ.