აი როგორ გამოიყურება ჯანსაღი საკვების მიქსი! გემრიელი და სასარგებლოა!


სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ეს გამომდინარეობს არა მარტო იქიდან თუ რას ვჭამთ ცალ-ცალკე, არამედ როგორ კომბინაციებს ვქმნით მათი დახმარებით.

აი როგორია ყველაზე სასარგებლო პროდუქტების მიქსი.

1. პომიდორი + კვერცხი (კვერცხი და ხახვი) = სამუდამო ახალგაზრდობას

ტაფამწვარი ხახვთან და პომიდორთან ერთად სიბერის საწინააღმდეგო გემრიელი საშუალებაა. პომიდორი და ხახვი რკინით მდიდარი პროდუქტია, კვერცხი კი – ვიტამინი Е-თი.

2. პომიდორი + მცენარეული ზეთი = ახალგაზრდული კანი

ანტიოქსიდანტ ლიკოპინს, რომელიც გვხვდება პომიდვრებში, თუ მცენარეულ ცხიმს დავუმატებთ ჩვენი კანი ახალგაზრდულ იერს დიდი ხანი შეინარჩუნებს. მცენარეული ზეთის შეცვლა ზეთისხილითაც შეგიძლიათ.

3. ავოკადო + ისპანახი = არაჩვეულებრივი მხედველობა

ისპანახი მდიდარია ვიტამინი А-თი, ავოკადო კი – ცხიმებით. ამ პროდუქტების მიქსი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.

4. ქათამი + სტაფილო = მაგარი იმუნიტეტი

სტაფილო ვიტამინი А-ს საბადოა, ქათმის ხორცი კი უამრავ თუთიას შეიცავს. ისინი ერთად არაჩვეულებრივად ებრძვიან ინფექციებს. გრიპის დროს ქათმის ბულიონზე უკეთეს წამალს ვერ იპოვით.

5. ძროხის ხორცი + წითელი ღვინო= სიცოცხლის ხანგრძლივობა

ეს კომბინაცია ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს.

6. ორაგული + წითელი ღვინო = დეპრესიის საწინააღმდეგო

ღვინოს პოლიფენოლები და ორაგულის ომეგა-3 კანს არბილებს, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და დეპრესიისგან გათავისუფლებთ.

7. იოგურტი და დაფშვნილი სელის თესლი = არაჩვეულებრივ მონელებას

იოგურტი პრობიოტიკებით არის მდიდარი, სელის თესლი კი – პრებიოტიკებით. მათ მიქსს შეუძლია მომნელებელი სისტემის ბალანსი დაამყაროს.

8. შვრია + ვაშლი = სისხლძარღვებისა და გულის ჯანმრთელობას

ბეგა-გლუკანი, რომელიც შვრიაში გხვდება, არაჩვეულებრივად იცავს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან. რეკომენდებულია შვრიისა და ვაშლის მიქსი ფორთოხლის წვენთან ერთად მიირთვათ.

9. მწვანე ჩაი + ლიმონი = კიბოს პროფილაქტიკა

მწვანე ჩაის კატეხინები კიბოს უჯრედების გაზრდას ხელს უშლიან. ლიმონის წვენი კი ორგანული ნივთიერებების კარგ ათვისებას უწყობს ხელს.

10. ვაშლი+ შოკოლადი = ჯანმრთელობას და სიხარულს