აი როგორ გამოიყურება ჩვენი კანი, როდესაც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ხვდება. სახიფათოა


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

კარგი ნამზეურის მისაღებად, უამრავი ადამიანი, ზამთარშიც კი სტუმრობს სოლარიუმს, მაგრამ ჩვენ იშვიათად თუ ვფიქრობთ იმ საფრთხეზე, რომელიც ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა, ორგანიზმს მოუტანოს.

ვიდეოში, მხატვარი, ტომას ლევერიტი, მონაწილეებს სთხოვს, საკუთარ სახეებს სპეციალური განათების ფონზე და კამერის ფილტრში შეხედონ. შემდეგ, ისინი მზისგან დამცავ ლოსიონს ისვამენ. განსხვავება აშკარაა. მისი მოხმარება რომ აუცილებელია, ეს გასაგებია, მაგრამ იქამდე, ცუდი არ იქნებოდა, გაგვეგო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი.

ვხედავთ, რომ ადამიანების სახის კანი რეაგირებს სპეციალურ შუქზე, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც განათება ვერ აღწევს, ჩნდება მუქი ლაქები. ეს ლაქები გვიჩვენებს, რომ ისინი კანის მზისგან დაზიანებული ადგილებია. განათების სხივები, როგორც კი კანის სიღრმეში მოხვდება, ის გააქტიურებს მელანინს ეპიდერმისში, კანის შიდა საფარში; როდესაც მზეზე ზედმეტ დროს ვატარებთ, ორგანიზმი დაზიანებულ ადგილებს უფრო მეტი რაოდენობის სისხლით ამარაგებს, შესაბამისად, ადამიანს კანი წითლდება და პულსაცია ჩქარდება.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მზისგან დამწვრობა თავიდან ავიცილოთ? რაღა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ტანის ლოსიონი. მაგრამ ნამდვილად გვეხმარება კი ის? დიახ, მაგრამ კანის სიმსივნისგან ორგანიზმს ვერ იცავს.

იმის თქმა არ გვინდა, რომ მზის უნდა გვეშინოდეს, უბრალოდ, კარგი იქნება, თუ ტანის ლოსიონსა და ქუდს გამოიყენებთ. შესაძლოა, ასე მზისგან დაზიანება თავიდან ავიცილოთ.

loading...