აი რისი ეშინიათ იმ წყვილებს ყველაზე მეტად, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებით ცხოვრობენ!


ურთიერთობა იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არ ცხოვრობენ, რთულია. ზოგი ამის გამო ერთმანეთსაც კი შორდება. აი რა პრობლემები აწუხებთ ხოლმე ამ ადამიანებს;

#1.ეჭვიანობა

ეჭვიანობა ის ემოციაა, რომლის კონტროლიც ძალიან რთულია. შორ მანძილზე მყოფი შეყვარებულები ხშირად ეჭვიანობენ ერთმანეთზე. ასევე ეჭვიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს უკეთესი სამსახური ან უკეთესი საცხოვრებელი ადგილი. თუ პარტნიორზე ეჭვიანობთ, აუცილებლად განუცხადეთ ეს მას. თუ ამას არ გააკეთებთ, ეს გრძნობა უფრო გაიზრდება და თქვენვე დაიტანჯებით.

#2. შიში რომ გიღალატებენ

ეს შიში ირაციონალური შიში არ გახლავთ. ეს პირიქით ნორმალურიცაა. ამის გადალახვა ნდობის სწავლით შეგიძლიათ. ენდეთ პარტნიორს და თქვენს თავს. ეცადეთ ხშირად ნახოთ ერთმანეთი. ეს დაგეხმარებათ გაიხსენოთ ის გრძნობა, თუ რატომ შეგიყვარდათ ეს ადამიანი.

#3. განუწყვეტლივ ჩხუბი

ურთიერთობაში ჩხუბი ნორმალურია. თუმცა შეეკითხეთ თქვენს თავს რა რაოდენობით. ერთ-ერთი მიზეზი ამის არის, როცა შეყვარებული ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ. მათ უბრალოდ საკითხის განსხვავებული ხედვა აქვთ. ზოგჯერ ჩვენ სხვების აზრებს ჩვენს თავებში არ ვუშვებთ. ურთიერთობა – ეს კომპრომისებზეა დამყარებული. ეცით პატივი ერთმანეთის აზრს.