აი, რაზე მიანიშნებს ხელის გულზე გამოსახული ასო “M”! საინტერესოა…


დაკვირვებით უყურეთ ხელის გულებს. ზოგჯერ გონების, გულის, ბედისა და ცხოვრების ხაზები ერთმანეთს გადაკვეთენ და ხელის შუაგულში მიიღება ასო „М“. თუ თქვენ ეს ასო გეკვეთებათ, ცხოვრებაში ბევრი წარმატება გელით. შესაძლებელია 4-ვე ხაზი გადაიკვეთოს, მაგრამ ასო М-ის მიღება უიშვიათესი ფორმაა. ის შეიძლება იყოს, როგორც მარჯვენა ხელის, ასევე მარცხენა ხელის გულზეც.

რათა გაიგოთ გაქვთ თუ არა ეს ასო, შეხედეთ სიცოცხლის ხაზს. ეს ხაზი მოდის ცერა თითიდან მაჯამდე. ის შეიძლება შეწყდეს ან გადაიკვეთოს პატარა ხაზებით. სიცოცხლის ხაზი მიუთითებს თქვენს ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

შემდეგ იპოვეთ გონების ხაზი. ეს ხაზი ხელის შუაგულში იკვეთება. ის შეიძლება იყოს სწორი ან ცოტათი მოხრილი. როგორც ჩვეულებრივ, გონების ხაზი იწყება იქიდან, საიდანაც ცხოვრების ხაზი. ის მიუთითებს თქვენი გადაწყვეტის უნარსა და ძალაუფლებაზე.

თქვენ შემდეგ უნდა მოძებნოთ პატარა ხაზი, რომელიც იშვიათად გვხვდება და ბედის ხაზი ჰქვია. ეს ხაზი ბევრ ადამიანს არ აქვს, ამიტომ არის, რომ ასო M იშვიათია. ეს ხაზი ხელის შუაგულიდან, ზევიდან ქვევით სწორად ჩამოდის. ეს ხაზი მკვეთრად თუ ჩანს, ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაზე სერიოზული და ძლიერი ზეგავლენაა იმისი, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ.

ბოლო ხაზი, რომლის პოვნაც მოგიწევთ სიყვარულის ხაზია. ის თქვენს ოჯახურ ურთიერთობაზე მიუთითებს. როგორ წესი, სიყვარულის ხაზი იწყება საჩვენებელი და შუა თითებს შუიდან და არათითისკენ არის მიმართული.

თუ ეს 4 ხაზი იკვეთება და ასო М-ს წარმოქმნის. თუ ეს თქვენ აღმოგაჩნდათ, უნიკალური ადამიანი ყოფილხართ!

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!