აი, რატომ უნდა გამოიყენოთ ფოლგის ხვეულები-გრილზე მოსამზადებელი უგემრიელესი კერძი!


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

გთავაზობთ არაჩვეულებრივი კერძის რეცეპტს-მოამზადეთ გრილზე ბოსტნეული, გამოიყენეთ ფოლგის ხვეულები და გახადეთ ზაფხულის საღამოები დაუვიწყარი!

ბოსტნეული გრილზე

ინგრედიენტებში არ არის მითითებული რაოდენობა, ის თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ვახშმის მსურველებიდან გამომდინარე.

ინგრედიენტები:

– ახალი კარტოფილი
– ხახვი
– შებოლილი ძეხვი ან სოსისი
– 1 ლიმონი
– სიმინდის მარცვლები (მოხარშული)
– ნიორი
– მარილი, პილპილი
– 2-3 ს/კ მცენარეული ზეთი
– ოხრახუში

მომზადება:

1. გარეცხეთ ბოსტნეული. კარტოფილი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ხახვი რგოლებად. დაჭრით სოსისიც.
2. მოამზადეთ საკმაზი: ნახევარი ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, აურიეთ ზეთთან და გაჭყლეტილ ნიორთან ერთად.
3. ფოლგისგან გამოჭერით დაახლოებით 12 სმ სიგანის ფორმები.
4. დაალაგეთ ინგრედიენტები, მოასხით მომზადებული საკმაზი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
5. გადაკეცეთ ფოლგის კიდეები და მომზადებული პროციები დაალაგეთ გრილზე, გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში და გადმოიღეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: მან ლორისგან და ყველისგან რულეტი გააკეთა, შემდეგ კი… გემრიელი კერძის მარტივი რეცეპტი