აი რატომ უნდა დალიოთ კოჭას ჩაი! ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!


bowl-336538_640-1

კოჭა სუპერსაჭმელია. მას გააჩნია საოცარი უნარი: აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და შეუძლია შეამციროს ანთება.

კოჭა შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც მის მკაფიო გემოსა და არომატს განაპირობებებენ. ეს ეთერზეთებია : ცინგერონი, შოგაოლი და ჯინჯეროლი. ისინი ანტი-ბაქტერიული, ანტი-ვირუსული, ანტი-სოკოვანი და ანტი-პარაზიტული საშუალებები გახლავთ. კოჭას ძირები იმუნიტეტს აძლიერებს, ასთმას კურნავს, ტკივილს ხსნის და სხვა უამრავი უპირატესობით გამოირჩევა.

კოჭას ჩაის უპირატესობა :

• კოჭა ძალიან ეფექტურია თავის ტკივილის, გაციების, გრიპისა და კუნთების ტკივილის დროსაც კი. კოჭას უნიკალური შემადგენელი ნივთიერებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ტკივილის შეჩერება

• კოჭას ჩაის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ვირუსებს ებრძვიან.

• მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭიქა კოჭას ჩაი დღეში შეამცირებს ინსულტის შანსს.

• კოჭა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სისხლის ნაკადის ზრდა კი თავის მხრივ აუმჯობესებს ვიტამინების, მინერალებისა და ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის.

• კოჭას ჩაი სპობს იმ ვირუსს, რომელიც გაციებას და გრიპს იწვევს.

როგორ მოვიმზადოთ კოჭას ჩაი ?

ინგრედიენტები:

• 1 ჭიქა წყალი.
• ¼ ჩაის კოვზი კოჭა.
• ¼ ჩაის კოვზი კურკუმა.
• ქოქოსის რძე ( გემოსთვის) .
• დაუმუშავებელი თაფლი ( გემოსთვის) .

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ კოჭა და კურკუმა, დაუწიეთ ცეცხლს და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.