აი, რა უნდა მიირთვათ თქვენი სისხლის ჯგუფიდან გამომდინარე-სასარგებლო ინფორმაცია!


მიუხედავად იმისა, რომ დიეტების ნაირსახეობები არსებობს, წონაში კლება ბევრისთვის კვლავ რთულად მისაღწევ მიზნად რჩება. ძირითადი მიზეზი კი არასწორად შერჩეული კვების რაციონია. გთავაზობთ სიანტერესო ინფორმაციას, გაიგეთ რა უნდა მიირთვათ თქვენის სისხლის ჯგუფის მიხედვით და რა ტიპის პროდუქტია სხეულისთვის ყველაზე ოპტიმალური.

O ჯგუფი (I)
სისხლის ამ კონკრეტული ჯგუფის მქონე ადამიანებს აქვთ მომატებული მჟავიანობა. კარგად აქვთ განვითარებული უნარი-მოინელონ ხორცი და მაქსიმალურად მიიღონ პროტეინები. სასურველია უარი თქვან მარცვლეულზე და რაციონში შეიტანონ მეტი პარკოსნები, ხილი, კოფეინი და ხორცი.


A ჯგუფი (II)

ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა დაეხმარებათ წონის კლებაში. მათთვის იდეალურია ორგანული ტიპის საკვები, გარდა წონის კორექციისა გაუმჯობესდება იმუნური სისტემაც, შეიტანეთ მეტი მცენარე საკვებ რაციონში და შედეგს თავად ნახავთ!

B ჯგუფი (III)
ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მარტივად მოერგონ სხვადასხვა პირობებს, თუმცა ძილის რეჟიმი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წონის მატებას განსაკუთრებულად განაპირობებს ქათმის ხორცი, რეკომენდირებულია დაბალკალორიული დიეტა. უარი უნდა თქვათ პომიდორზე, თხილზე და სეზამის მარცვლებზეც.

AB ჯგუფი (IV)
ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს კუჭში დაბალი მჟავიანობა აქვთ, შესაბამისად უჭირთ ხორცის პროდუქტების მონელება, შედეგად კი უგროვდებათ ზედმეტი ცხიმი. მათ თავიდან უნდა აირიდონ ალკოჰოლი და კოფეინი, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში. რეკომენდირებულია ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული. უარ თქვით შებოლილ და გამოყვანილ ხორცზეც, რადგან ამან შესაძლოა, გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

ასევე დაგაინტერესებთ: 6 ვარჯიში, რომელიც დაგეხმარებათ საჭმლის მონელებასა და მუცლის გათხელებაში!