აი, რა უნდა იცოდეთ სანამ გელ-ლაქს გაიკეთებთ! სასარგებლო ინფორმაცია!


გელ-ლაქი ეს ფრჩხილის დეკორატიული საფარია, რომელიც მდგრადობას 2-3 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც განსაკუთრებული პოლიმერების დამსახურებაა, რომლებიც ულტრაიისფერი გამოსხივებიის შედეგად მყარ ფენად გადაიქცევიან.

ასეთი ეფექტის მქონე მანიკიური უამრავ ქალს მოსწონს, რადგან აღარ საჭიროებს ყოველდღიურ შესწროებას და ზედმეტ მოვლას. თუმცა, რამდენად არის ის სასარგებლო ფრჩხილბეისთვის ?

გელ-ლაქი რაღა თქმა უნდა თავისებურად რთული ქიმიური შემადგენლობის ნივთიერებაა, რომელიც ისეთ კომპონენტებს აერთიანებს, რომლებიც ფრჩხილის ბუნებრივ ფენად გარდაიქმნებიან. უამრავი ქალი აღნიშნავს, რომ გელ-ლაქის მოშორების შემდეგ ფრჩხილები საშინელ მდგომარეობაში დარჩათ.

გელ-ლაქის მოსაშორებლად აუცილებელია ძლიერმოქმედი სითხით ხანგრძლივი კონტაქტი ფრჩხილის ზედაპირთან. ეს კი თავის მხრივ აუარესებს ფრჩხილის ბუნებრივ საფარს.

თუ თქვენ ზედმეტად ნაზი ფრჩხილი გაქვთ, უმჯობესია უარი თქვათ ამგვარი ლაქზე. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ხალსა და მეჭეჭებზე ულტრაიისფერ დასხივება ცუდად მოქმედებს. მნიშვნელოვანია ალერგიული შემოწმებაც, გაიკეთეთ სინჯი გელ-ლაქის წასმამდე.

მიუხედავად ამ ნეგატიური ეფექტისა, თუ მაინც გადაწყვეტილი გაქვთ გელ-ლაქის გაკეთება, მაშინ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ კანის საფარის და ფრჩხილის ზედაპირის გამოკვებასა და აღდგენაში:

1.კვება

იკვებეთ ისეთი პროდუქტით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს: კეფირი, ხაჭო, კვერცხი, ზღვის თევზი.

2.მოვლა

გელ-ლაქის მოშორების შემდეგ ფრჩხილები დაასვენეთ 1 კვირით, რათა აღიდგინოს ძველი მდგომარეობა. სახლში ყველა სამუშაო შეასრულეთ ხელთათმანებით. საღამოობით გაიკეთეთ თითების მასაჟი ზეითუნის ზეთით, ასევე კარგია ჟელატინის აბაზანა ფრჩხილებისთვის-1 ს/კ ჭელატინი გახსენით 1 ჭ ცხელ წყალში, ჩაყავით თითები 20 წუთის განმავლობაში.

3. ზრდის დაჩქარება

იოდის აბზანა აუმჯობესებს ფრჩხილების ზრდის პროცესს. 200 მგ წყალში გახსენი 2 ს/კ მარილი და ჩაასხით ½ ს/კ იოდი. გააჩერეთ სითხეში ფრჩხილები 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ წყლით და წაისვით ხელის კრემი.

გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და იზრუნეთ საკუთარ ფრჩხილებზე!

ასევე დაგაინტერესებთ: მან წყალში ფრჩხილის ლაქი ჩააწვეთა და ორიგინალური მანიკური გაიკეთა – მარტივია!