აი რა მოუვა თქვენს ორგანიზმს, თუ დღეში 5 ბერძნულ კაკალს შეჭამთ!


ბერძნული კაკალი სუპერპროდუქტია. ის შეიცავს: ვიტამინებს: A, B1, В2, В12, В15, С, К, Е, РР, კაროტინს, ტანინებს, ლიმონმჟავას, ფიტონციდებს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, მანგანუმს. ეს ყველაფერი კი თქვენი ჯანმრთელობისთვის არაჩვეულებრივია.

ბერძნული კაკლის გამოყენება

რეკომენდებულია ყოველდღე 5 კაკალი შეჭამოთ. ეს ტვინის მუშაობას, კანს, თმას, ფრჩხილებს გააუმჯობესებს. ასევე ექიმები ამ პროდუქტს ურჩევენ იმ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან გულსისხლძარღვთა დაავადებებით, კიბოთი და შაქრიანი დიაბეტით.

ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად რეკომენდებული ბერძნული კაკლის ჭამა, რომელიც ცხელ რძეშია ჩასველებული. ხოლო დამტვრეული კაკალი, რომელიც თაფლშია არეული არაჩვეულებრივია ბრონქიტის, პნევმონიის და ტუბერკულოზის წინააღმდეგაც კი.

დამტვრეული კაკალი შეურიეთ ხაჭოს და ქიშმიშს. რასაც მიიღებთ დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ გულის და ნერვული სისტემის მუშაობა.

ბავშვებს კაკალს ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს აძლევენ. ასევე ის კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად. თუმცა კაკლის მიღების რაოდენობა ჯობს პედიატრთან გადაამოწმოთ, რადგან ეს ყველა ბავშვზე ინდივიდუალურია.

თუმცა თუ თქვენ კოლიტს ან ენტეროკოლიტს განიცდით, ჯობს ამ პროდუქტის მიღებისგან თავი შეიკავოთ.