აი რა მოხდება თუ კისრის კონკრეტულ წერტილში ყინულს დაიდებთ! აუცილებლად უნდა ვცადო…


ტრადიციული ჩინური მედიცინა დაფუძნებულია რწმენაზე : ენერგია ( ჩი ან ქი) სხეულის შიგნით მოძრაობს მერიდიანების საშუალებით. მის მიმდევრებს სჯერათ, რომ როცა ჩი დაბლოკილია რაღაცის მიერ, ავადმყოფობას გზა ეხსნება სხეულში შემოსაღწევად. ამიტომ ჩის ზრდით ორგანიზმი უფრო ეფექტურად იმუშავებს.

მერიდიანები ერთ ორგანოს მეორესთან აკავშირებენ. მათ ძირითადი წერტილები აქვთ და მათი მასაჟით სხეულის სხვა ორგანოების გაუმჯობესება შეიძლება.

თუ ოდესმე ყინულის კუბი კისრის კონკრეტულ წერტილზე დაგიდიათ და ეს ადგილი დაგიმასაჟებიათ, ფაქტობრივად ჩინური მედიცინის თეორია გამოგიყენებიათ.

კისრის კონკრეტულ ადგილში იგულისხმება კისრის უკანა მხრის მყესების შუა ნაწილი. მას ფენგ ფუს უწოდებენ.
დაჯექით ან მუცელზე დაწექით. დაიდეთ ყინულის კუბი ფენგ ფუს წერტილზე. უნდა გეჭიროთ 20 წუთის განმავლობაში (შეგიძლია რამე ნაჭრით დაიფაროთ). თავიდან სიცივე არაკომფორტულად მოგეჩვენებათ, მაგრამ 30-60 წამის მერე თქვენი სხეული დაწყნარდება.

ეს უნდა გააკეთოთ ყოველ დილითა და დაძინებამდე. ტრადიციული ჩინური მედიცინა ამ პროცედურის უპირატესობებზეც მიგვითითებს;

o აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

o აუმჯობესებს მომნელებელ სისტემას.

o ამცირებს თავის, კბილისა და სახსრების ტკივილს.

o აუმჯობესებს სუნთქვას.

o კურნავს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს.

o არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს.

o გეხმარებათ ასთმის დროს.

o არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.

o გეხმარებათ სტრესის, დაღლილობისა და დეპრესიის გამკლავების დროს.

შენიშვნა: ეს პროცედურა არ არის რეკომენდებული: ორსულებისთვის და მათთვის ვისაც ეპილეფსია ან შიზოფრენია აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!