აი რა მდგომარეობაა ჩერნობილში 30 წლის მერე! ეს უბრალოდ სასწაულია!


chncdhahr0chm6ly9tyxjrzxrpdw0ucnuvd3aty29udgvudc91cgxvywrzlziwmtyvmdkvyzlmmgy4otvmyjk4ywi5mtu5zjuxzmqwmjk3ztiznmq1ms5qcgc-prx-5eb3c102

ადამიანის ქმედებებს ბუნება კატასტროფამდე მიჰყავს. ჩვენივე ხელებით ამ მშვენიერ პლანეტას ვანადგურებთ. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში ატომური ელექსტროსადგურის ბლოკის ავარია მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. სამყარო რადიაციის გარშემო გაჩერდა.

ერთ დროს ცოცხალი ქალაქი საშიშ ზონად იქცა, მაცხოვრებლებმა კი ნელ-ნელა დაიწყეს მისი დატოვება. ამ საშინელი დღიდან უკვე 30 წელია გასული. გაინტერესებთ რა მდგომარეობაა ამჟამად ჩერნობილში?

საოცარია, მაგრამ ფაუნა კი არ განადგურდა, არამედ პირიქით – გამდიდრდა კიდეც. ჩერნობილის ზონაში გამოჩნდა ბევრი ირემი, მგელი, ცხენ-ირემი. ეს ცხოველები დიდი ხანია ამ ტერიტორიაზე არ უნახავთ.

ყველაზე სენსაციურ გმირებად შავი ფერის წეროები და მურა დათვები დასახელდნენ. ისინი წესით გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ამ ტერიტორიიდან უნდა გამქრალიყვნენ.

„დათვების პირველი ნაკვალევი 2003 წელს დავაფიქსირეთ, თუმცა მაშინ ვერ დავიჯერეთ მსგავსი რამ“ – ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი. ის ასევე გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ რადიაციულად დაბინძურებულ ტერიტორიაზე უბრალოდ არ არსებობენ ცხოველი-მუტანტები.

გასაკვირია, რომ ამგვარ პირობებში ევროპული ფოცხვერის პოპულაციამ ზრდა დაიწყო. ისინი ხომ წითელ წიგნში არიან შეყვანილნი. ოდესღაც ფოცხვრები შეგხვდებოდათ ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე, მაგრამ მე-20 საუკუნის შუახანებიდან, ისინი ევროპული ქვეყნებიდან ქრებოდნენ.

აი რა ხდება, როდესაც ადამიანი თავის ცხვირს იქ არ ჰყოფს, სადაც მისი საქმე არაა.