აი, რა დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში – გაიგეთ, როგორ უნდა დაიკლოთ წონაში…


გსმენიათ გოგონებზე, რომლებიც ბევრს ჭამენ მაგრამ არ სუქდებიან? ეს მითი სულაც არ არის, ჯანსაღი მეტაბოლიზმის დახმარებით მსგავსი შედეგის მიღწევა ყველას შეუძლია!

ჩვენი სხეულის ფორმების ცვლილება დამოკიდებულია ნითიერებათა ცვლაზე , ამ პროცესის მოწესრიგება და დაჩქარება სწორედ ისაა, რაც ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად გჭირდებათ!

როგორ დავაჩქაროთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა


1. ფრაქციული კვება

ასეთი კვება გულისხმობს, რომ უნდა მიირთვათ პატარა პორციები ხშირად, დღიური საკვების ნორმა უნდ ამიიღოთ 5-6 პორციად. ყოველ ჯერზე კალორიების რაოდენობა უნდა იყოს თანაბარი.

იხელმძღვანელეთ საკვები პროდუქტების პირამიდით.


2.წყლის დღიური ნორმა

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმი საჭირო რაოდენობის წყალს არ მიიღებს, ღვიძლი ცხიმების დაწვის ნაცვლად დაიწყებს სითხის მარაგების აღდგენას.

3.ნაყოფიერი საუზმე
სწორედ საუზმე იწყებს თქვენი ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, შესაბამისად მეტაბოლური პროცესების სწორედ მასზეა დამოკიდებული. საზუმეზე უარის თქმით ხელს უწყობთ ზედმეტი ცხიმის დაგროვებას.

4. ცხოველური წარმოშობის ცხიმიანი პროდუქტები
ისეთი სკავების გადაჭარბებულად მიღება, როგორებიცაა: ძეხვი, ყველი, ნაღების კარაქი, ტკბილეული- ანელებს მეტაბოლურ პროცესს და მიღებული ნივთიერებები ვეღარ გადაიქცევა ენერგიად. ყურადღებით გადახედეთ საკვებ რაციონს და შეარჩიეთ საჭირო პროდუქტი.

5.უარი ალკოჰოლზე

ალკოჰოლი ზედმეტად კალორიულია , გარდა ამისა ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
თუ გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს და პარალელურად იქნებით ფიზიკურად აქტიური, ზედმეტ კილოგრამებს და არასასურველ ფორმებს მარტივად დაამარცხებთ!

ასევე დაგაინტერესებთ: გამოთვალთ წყლის დღიური ნორმა თქვენი წონის მიხედვით-სასარგებლო ინფორმაცია