აი ამიტომ შენიშნავთ საავადმყოფოში იასამნისფერ პეპლის სტიკერს! სამწუხაროა…


მოთმინებიდან გამოსული დედა ცდილობდა დაეწყნარებინა ახალშობილი ტყუპები. ისინი ჯერ კიდევ არ გამოეწერათ საავადმყოფოდან. ქალი სხვა დედის ოთახში შევიდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. ტყუპების დედამ მას უთხრა: „ როგორი იღბლიანი ხარ, რომ ტყუპები არ გყავს“.

მიამიტურმა სიტყვებმა მილი სმიტი შეძრა.

სინამდვილეში, მილის და მის პარტნიორ ლევის მართლაც ჰყავდათ ტყუპები: კაილი და სქაი. სამწუხაროდ, სქაი დაბადებიდან მალევე დაიღუპა.

როცა მილის და ლევის უთხრეს, რომ ტყუპები ეყოლებოდათ, მათ ძალიან გაიხარეს. წყვილს უკვე წარმოედგინა, როგორ ირბენდნენ პატარები სახლში. ორსულობის მე-12 კვირაში ექიმმა მილის უთხრა, რომ ერთ-ერთ ტყუპ სქაილის ანენცეფალია სჭირდა. ამ დროს ტვინის ნაწილი ნორმალურად არ ყალიბდება. ამ მდგომარეობით დაბადებული ბავშვები დიდხანს ვერ ცოცხლობენ.

წყვილმა გადაწყვიტა ორივე ბავშვი გაეჩინათ და კაილისთვის ბრძოლის შანსი მიეცათ.

„ჩვენ ორივე განადგურებულები ვიყავით“, – ამბობს მილი ინტერვიუში – ვიცოდი, რომ ორივე ბავშვი მუცლით უნდა მეტარებინა, შემდეგ კი ერთ-ერთისთვის სამუდამო ნახვამდის მეთქვა. ეს ძალიან ძნელი გზა იყო. ”

მშობიარობისას კაილი მალევე უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს. ის ჯანმრთელი დაიბადა, სქაი კი …

იყო ერთი სასწაული. ექიმები ამბობდნენ, რომ სქაის მოძრაობა და ხმის ამოღება ვერ შეეძლებოდა. თუმცა ბავშვი ხელ-ფეხსაც აქნევდა და ტიროდა კიდეც.

საავადმყოფომ სპეციალური ოთახი გამოყო მათთვის. ეს ოთახი იმ მშობლებისთვისაა, ვინც იცის, რომ შვილს დაკარგავს, მაგრამ მასთან ერთად ბოლომდე რჩება.

სანამ სქაი გარდაიცვლებოდა, ლევისმა სქაი კაილის ინკუბატორში მიიყვანა. იქ დები ერთმანეთის გვერდით იწვნენ. სქაი მალევე გარდაიცვალა.

ამ ტრაგედიის შემდეგ მილის უცხოს კომენტარი ძალიან ეწყინა. ამიტომ გადაწყვიტა იასამნისფერი პეპლის სტიკერები შეექმნა. ეს სტიკერი მნახველს ისტორიას მოუყვებოდა.

ეს იდეა სწრაფადვე გავრცელდა. მას შეხვდებით ქინგსტონისა და მის მიმდებარე საავადმყოფოებში.

მიღებულ თანხას წყვილი ქველმოქმედებაში დახარჯავს. ამით სქაის სულს მიაგებენ პატივს.