აი ამ პოზებში უნდა გეძინოთ ღამით! ამით ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ…


ძილი მნიშვნელოვანია სხეულის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. როცა ჩვენ გვძინავს, სხეული გამოყოფს ტოქსინებს, აღადგენს კუნთებისა და სახსრების მუშაობას და ასე შემდეგ.

ძილის ხანგრძლივობა ასაკზეა დამოკიდებული. მოზრდილებისთვისა და ტინეიჯერებისთვის რეკომენდებულია დაახლოებით 8 საათი ძილი. თუ თქვენ ღამით ხშირად იღვიძებთ, მოძრაობთ საწოლში, გაწუხებთ ტკივილები – ეს ბევრი ფაქტორისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. ერთ-ერთი კი არასწორი ძილის პოზაა.

1. საუკეთესო პოზა: ზურგზე

ზურგზე ძილი ძილის საუკეთესო პოზაა. ამ დროს თავი, ზურგი და კისერი ისვენებს. ფსიქოლოგი და ძილის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი დოქტორ მაიკლ ბრეუ გვირჩებს, რომ ხშირად დავიძინოთ ზურგზე. ეს საუკეთესოა.

2. მეორე კარგი პოზა: გვერდზე

იმ ადამიანებს, ვისაც ძილის დარღვევა აქვთ, ხვრინავენ, არიან ორსულად ან აწუხებთ ზურგისა და კისრის ტკივილი, გვერდზე ძილი ეფექტურია.

მარჯვნივ თუ მარცნივ?
.
კვლევებმა აჩვენა, რომ მარჯვენა მხარეს ძილი გულძმარვას იწვევს, მარცხენა მხარეს ძილი კი სიმძიმე აწვება ღვიძლს, ფილტვებსა და მუცელს, თუმცა ამ დროს მცირდება მჟავის რეფლუქსი. მარცხენა მხარეს ძილი რეკომენდებულია ორსული ქალებისთვის.

3. საშინელი პოზა: მუცელზე

უმეტესობა ჩვენგანს მუცელზე ძილი ძალიან უყვარს. მაგრამ იცოდით, რომ ამ პოზაში ძილი იწვევს სახსრებისა და კუნთების ტკივილს, მოდუნებას? ასევე უარესდება სისხლის ცირკულაცია. ამ პოზას უნდა ერიდნონ ისინი, ვისაც ზურგისა და კისრის ტკივილი აწუხებს.

4. მეორე საშინელი პოზა: ემბრიონული პოზა

მუხლები მოხრილი , გვერდითა მხარეს ძილი, ზურგი მოხრილი – ეს ემბრიონული პოზაა, რომელიც ზურგისა და კისრის ტკივილს იწვევს.

ექსპერტები თვლიან, რომ ძილის დროს მხრები და კისერი გამართული უნდა იყოს. ამ პოზაში თქვენ კარგად გძინავთ. ასევე კარგი და უშფოთველი ძილისთვის საჭიროა ოთახი ცივი და ჩაბნელებული იყოს. სინათლე დაძინებამდე 1 საათით ადრე გამორთეთ.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!