აი ამ მარტივი ვარჯიშების დახმარებით, თქვენ თეძოებს შორის ცხიმს მოიშორებთ!


ცხოვრების თანამედროვე სტილი ჩვენს ფიგურაზე აისახება. რას გულისხმობს ეს ? უმეტეს ჩვენგანს ისეთი სამსახური აქვს, სადაც სულ უნდა იჯდეს, სახლში კი დასვენების მიზნით ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ვსხდებით ხოლმე. ამის შემდეგ კი გასაკვირი არ არის, რომ ცხიმები გვაწუხებს.

განსაკუთრებით ზედმეტი სანტიმეტრები თეძოებთან გვემატება. არ მოგატყუებთ, ცხიმების დაწვა ცოტა გაგიჭირდებათ ამ შემთხვევაში.

ჩვენ გასწავლით ოთხ ვარჯიშს, რომლებიც დაგეხმარებიან თეძოებს შორის ცხიმის მოშორებაში.

1. ჩაჯდომა კედელთან

კედელთან მიდით და მიეყრდენით ზურგით. ბეჭი და კუდუსუნი დაასვენეთ. კედლიდან ნახევარი ნაბიჯით გაიწიეთ და ფეხები მხრების დონეზე გაშალეთ. ზურგი სწორად გქონდეთ, ჩაიმუხლეთ ისე, რომ მუხლები 45°-იან კუთხეს ქმნიდეს. 30 წამი ამ მდგომარეობაში გაჩერდით. შემდეგ თავდაპირველ პოზიციას დაუბრუნდით. 4-ჯერ გაიმეორეთ 10-10 ჩაჯდომა.

2. ვარჯიში: „ბაყაყის ხტუნვა“.

დადექით სწორად, ფეხები მხრების დონეზე გაშალეთ. შემდეგ კი ჩაჯექით. ხელები გაასწორეთ და ჩამოუშვით ქვემოთ. დუნდულები რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს იატაკთან.
ამ პოზიციაში ახტით ზემოთ. არაა აუცილებელი მაღლა ახტეთ, მთავარია ფეხები არ ეხებოდეს იატაკს ამ პერიოდში. გაიმეორეთ 8-ჯერ.

3. ვარჯიში „ბალიშების შეკუმშვა“

დაჯექით სკამზე. ბალიში ჩაიდეთ თეძოებს შორის და მოუჭირეთ მაგრად. რამდენიმე წუთი ამ მდგომარეობაში გაჩერდით. 3-4-ჯერ გაიმეორეთ.

4. ვარჯიში „ბარძაყის აწევა“

დაწექით გვერდზე და დაეყრდენით ცალ იდაყვს. თავი სწორად გეჭიროთ. ზემოთა ფეხი უკან გაწიეთ. ამოისუნთქეთ. ქვედა ფეხი აწიეთ ისე, როგორც შეგიძლიათ. თითოეულ ფეხზე 3-ჯერ გაიმეორეთ 10-10ჯერ ჩაჯდომა.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!