ადვილად მოსამზადებელმა გამაახალგაზრდავებელმა ნიღაბმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. სცადეთ!


1


მშრალი წყალმცენარეები საუკეთესო საშუალებაა სახის კანის გასაახალგაზრდავებლად.

ისინი შეიცავს სასარგებლო ელემენტებს: იოდი (აშორებს ცხიმიან ბზინვარებას), ქლორი (გაგათავისუფლებთ კანის პრობლემებისა და შავი წერტილებისგან), კალიუმი (ატენიანებს კანს), რკინა (აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას), “ე” ვიტამინი (ასწორებს ნაოჭებს). თუ სასარგებლო თვისებებმა თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა, შეიძინეთ მშრალი წყალმცენარეები (აფთიაქში იყიდება) და მოამზადეთ სასწაული ნიღაბი. პირველი პროცედურის შემდეგ სარკეში საკუთარ თავს ვერ იცნობთ და ბედნიერი ღიმილი სახიდან აღარ მოგშორდებათ.

მოვამზადოთ ნიღაბი:

1. 2-3 ჩაის კოვზ მშრალი წყალმცენარეების ფხვნილს დაასხით თბილი წყალი და 10 წუთი გააჩერეთ.

2. მოურიეთ, საკმაოდ სქელი მასა უნდა გამოგივიდეთ.

3. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ნიღაბში 2-3 წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ხოლო მშრალი კანის მფლობელებმა – A ან E ვიტამინის 2-3 წვეთი.

4. მიღებული ნარევი სახეზე 20-25 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი საკმაოდ სლიკინაა, ამიტომ სამოსი რომ არ დაგესვაროთ, უმჯობესია, დაწოლილმა წაისვათ.
მშრალი წყალმცენარეების ნიღაბს, როგორც წესი, ძილის წინ იკეთებენ. იგი გრილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ და მსუბუქი (წრიული მოძრაობებით) მასაჟიც გაიკეთოთ.

მშრალ წყალმცენარეებს შეგიძლიათ თეთრი თიხა ან მაწონი შეურიოთ. ამ ინგრედიენტების წყალობით კანი აბრეშუმივით ნაზი გაგიხდებათ და შეგიმცირდებათ ნაოჭები.

ნიღაბი სასურველია, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.

გამოიყენეთ მშრალი წყალმცენარეების ჯადოსნური ძალა და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.

marao.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend