აჭარაბეთი – ნომერ პირველი გემბლინგ კომპანია საქართველოში


ბუკმეკერული ბიზნესის პიონერი აჭარაბეთი, რომელიც 1998 წელს დაარსდა დღემდე ქვეყნის წამყვანი გემბლინგ კომპანიაა. 2003 წლიდან ის ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ავტორიტეტი, სანდოობა და მომხმარებლის მაღალი ტრაფიკი, რომელსაც დღესაც წარმატებით ინარჩუნებს. სწრაფი გადახდების და მაღალი დონის მომსახურების დამსახურებაა ის, რომ მზარდი კონკურენციის პირობებში კომპანია არ თმობს ლიდერის პოზიციებს და განაგრძობს განვითარებას. 2017 წლის მონაცემებით აჭარაბეთში დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამავე წელს აჭარაბეთი სომხურ ბაზარზეც შევიდა ვებგვერდით „adjarabet.am”.

კომპანიას, თავის არსებობის მანძილზე განხორციელებული ქმედებების წყალობით, დიდი წვლილი მიუძღვის გემბლინგის სფეროს განვითარებაში. 2016 წელს WSOP-თან თანამშრომლობის შედეგად აჭარაბეთმა თბილისში, რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ლაივ პოკერის ღონისძიება ჩაატარა. 2017 წელს WSOP Circuit Events-თან დადებული სამწლიანი კონტრაქტის მიხედვით სწორედ, აჭარაბეთი გახდა მათი წარმომადგენელი რეგიონში. კონტრაქტის პირობების თანახმად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა პოკერის ასეულობით ქართველი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ WSOP Circuit-ის ღონისძიებებზე გაგზავნოს. საინტერესოა ისიც, რომ 2017 წელს აჭარაბეთი საერთაშორისო გემბლინგ კომპანიების პრესტიჟული დაჯილდოების SBC Awards-ის ფინალისტებს შორის მოხვდა კატეგორიაში „სპორტბეთინგის ამომავალი ვარსკვლავი“.

როდესაც აჭარებეთზე ვსაუბრობთ აუცილებელია განვიხილოთ ის ვებგვერდი, რომელიც ნომერ პირველი გემბლინგ საიტია საქართველოში. კომპანიის ვებგვერდი წარმოადგენს ინოვაციურ, დაცულ და წარმატებულ სათამაშო პორტალს, რომელშიც ნათლად არის გადმოცემული ის მომსახურებები, რომელსაც აჭარაბეთი მომხმარებლებს სთავაზობს. სპორტ ბეთინგი; პოკერი; სლოტები; ლაივ კაზინოს თამაშები (რულეტკა, ბლექჯეკი, ბაქარა და სხვ.), სამაგიდო თამაშები, როგორებიცაა ნარდი, დომინო, ბურა, სეკა და ა.შ. აზარტული თამაშების ასეთი ფართო ასორტიმენტით იზიდავს კომპანია თავის მომხმარებელს და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების გზით ინარჩუნებს მათ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ აჭარაბეთმა ქართულ ბაზარზე პირველმა შემოიტანა სპორტ ბეთინგის პოპულარული ფუნქცია Cash Out. ასევე, შექმნა ინოვაციური და უნიკალური ფუნქცია სპორტ ბეთინგში – Non Stop.

აჭარაბეთის ვებსაიტზე ნათლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია რეგიტრაციისთვის აუცილებელი მონაცემების შესახებ. ასევე, საიტის ზოგადი წესები და პირობები, თამაშის პასუხისმგებლობის პოლიტიკა და სამართლიანი თამაშის შეთანხმება. ცალ-ცალკე დეტალურად არის განხილული ყველა იმ აზარტული თამაშის წესი და პირობები, რომელსაც გვთავაზობს კომპანია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ „აჭარაბეთი“ ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მისი საქმიანობა რეგულირდება შპს. „ავიატორ“ და შპს. „კოსმოსი“-ის ფარგლებში. თქვენ მიერ წარდგენილი, რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირადი ინფორმაცია დაცულია და არ გაიცემა მესამე მხარესთან. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ინფორმაციას მოითხოვენ კანონით.