აარჩიეთ საზამთრო სწორად-სასარგებლო რჩევები თქვენთვის!


საზამთრო ზაფხულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს უყვარს. გთავაზობთ სიანტერესო რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ყველაზე ტკბილი და მწიფე საზამთრო აარჩიოთ მაღაზიაში. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და გაითვალისწინეთ!


როგორ ავარჩიოთ საზამთრო:

1.ზომის მიხედვით
მოერიდეთ გიგანტურ საზამთროებს, არსებობს დიდი ალბათობა რომ მათ ამ ზომებს ხელოვნური დანამატებით მიაღწიეს.

2.ყვითელი ლაქით
ყველას სზამთროს აქვს რომელიმე მხარეზე ყვითელი ლაქა, ადგილი სადაც საზამთრო მიწას ეხებოდა. რაც უფრო ყვითელია ეს ლაქა, მით უფრო ტკბილია საზამთრო.

3.,,სქესით“
,,ბიჭი“ საზამთროები უფრო დიდი და მოგრძო ფორმისაა, ,,გოგო“ საზამთრო კი უფრო მრგვალი და ტკბილია.

4. დაკაკუნებით
მწიფე საზამთრო უფრო ,,ჟღერად“ ხმას გამოსცემს და არა ყრუს.

5. კუდით

ყვითელი გამხმარი კუდი მოწმობს საზამთროს სიმწიფეზე, მწვანე კუდი კი მიუთითებს მის ნაადრევად მოწყვეტაზე.

ასევე დაგაინტერესებთ: აი, რისი ჭამა არ შეიძლება უზმოზე და ძილის წინ– ეს ინფორმაცია ბევრისთვის უცნობია