9 ნიშანი იმისა, თუ როგორ გამოხატავს თქვენი ძაღლი სიყვარულს!


როგორ ხვდებით თქვენი ძაღლის სიყვარულს? მოდი, ამის ნიშნები გავარკვიოთ!

1. ის სახეს გილოკავთ.

ეს ქცევა ბევრ ადამიანს აღიზიანებს, მაგრამ განა ჩვენმა ძვირფასმა ოთხფეხა მეგობრებმა ბაქტერიების შესახებ რამე იციან? მათ უბრალოდ სურთ, რომ თქვენზე იზრუნონ. ლოკვით კი ამ სურვილს გამოხატავენ.

2. როცა ავად ხართ, ის ღელავს თქვენზე

ბოლოს და ბოლოს ის მოვლას მაინც ცდილობს. ლოკვა ის ქცევაა, რომელიც ძაღლებს მგლებისგან მოსდევთ. ეს უკანასკნელნი ერთმანეთს ჭრილობებს ულოკავენ ხოლმე. თუ თქვენი ძაღლი გლოკავთ ან თქვენს ჭრილობას ლოკავს, ის ცდილობს, რომ მოგარჩინოთ. ის ასევე ამ დროს სულ თქვენ გვერდითაა და არ გშორდებათ.

3. ის თავის სათამაშოებს გინაწილებთ

თუ თქვენი ძაღლი თავის სათამაშოს მუხლზე დაგიგდებთ, ეს ორ რამეს ნიშნავს: მას უნდა თამაში ან ის ამით თქვენზე ზრუნავს. სათამაშოს გაზიარება მისთვის ზრუნვაა. ამით ის გაცნობთ, რომ თქვენ მისი ლიდერი ხართ.

4. ჭამის შემდეგ გეხუტებათ

ძაღლისთვის საჭმელი უდიდესი მოტივაციის ფაქტორია. რასაც ის ჭამის შემდეგ აკეთებს, ნიშნავს მის მეორე პრიორიტეტ საგანს. თუ ის მოულოდნელად თქვენ გეხუტებათ, თქვენ მისთვის ძვირფასი არსება ყოფილხართ. მეორე ადგილი საჭმლის შემდეგ, განა ხუმრობაა?

5. მას თქვენს საწოლში სძინავს.

თქვენს ძაღლს ნებას რთავთ თუ არა, რომ თქვენს საწოლში იძინოს? ამ აზრის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი დიდია. მაგრამ რას ნიშნავს ეს ძაღლისთვის? თუ ის ცდილობს თქვენს საწოლში დაიძინოს ან თქვენ გვერდით ჩაეძინება, ეს მის სიყვარულზე მიანიშნებს. მას მთელი ცხოვრება ეყვარებით.

6. მოგყვებათ ყველგან

თუ თქვენი ძაღლი ყველგან დაგდევთ, ის ამით იმას განიშნებთ, რომ უყვარხართ. ძაღლებს ადამიანებივით განმარტოების დრო არ სჭირდებათ. ამიტომ თუ მას უყვარხართ, მას სულ თქვენთან ყოფნა ენდომება.

7. ის ამთქნარებს, როცა თქვენ ამთქნარებთ

გადამდები მთქნარება ადამიანის ემპათიური ბუნების მანიშნებელია. ეს მარტო ჩვენ არ გვაქვს. რადგან ძაღლები ადამიანის მიერ არის მოშინაურებული, მათ ინსტიქტურად ესმით პატრონების. დიახ, დიახ, როცა თქვენ ამთქნარებთ, თქვენი ძაღლიც ამთქნარებს. ეს კი ერთი რამის მანიშნებელია: მას თქვენ უყვარხართ!

8. თქვენს წასვლას მშვიდად უყურებს…

პანიკა სიყვარულის ნიშანი არაა. ძაღლს, რომელიც ადამიანის წასვლით პანიკაში ვარდება, უბრალოდ მარტო ყოფნა არ უნდა. თუ ძაღლი ამ დროს მშვიდად არის ნიშანია იმის, რომ ის თქვენ გენდობათ. ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ თქვენ დაბრუნდებით.

9. მაგრამ სიხარულისგან გიჟდება, როცა სახლში ბრუნდებით!

როცა სახლში ბრუნდებით, თქვენი ძაღლი სიხარულისგან გიჟდება. ამით ის თქვენ მიმართ სიყვარულს გამოხატავს.

აბა როგორია ვერდიქტი? უყვარხართ თქვენს პატარას ისევე, როგორც თქვენ ის გიყვართ? ვიმედოვნებთ, აქ 100 %-იანი კია.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend