9 ნიშანი იმისა, რომ თქვენი და თქვენი პატრნიორის ურთიერთობა არაჯანსაღია!


c8ab26d0-3d52-0134-3de2-0ad17316e277

ჯანსაღ ურთიერთობას დადებითი გავლენის მოხდენა ჯანმრთელობაზეც შეუძლია. კვლევები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ადამიანებს მენტალური პრობლემები ნაკლებად აღენიშნებათ, ისინი განიცდიან ნაკლებ სტრესს და ცხოვრობენ დიდხანს.

სამწუხაროდ, ყველა ურთიერთობა ჯანსაღი არ არის.

დაიონ მეტზგერი, ფსიქიატრი, ურთიერთობების ექსპერტი, ამბობს, რომ „ არაჯანსაღია ურთიერთობა, თუ თქვენი პარტნიორი გამუდმებით გაკრიტიკებთ, ეს კი თქვენს თვითშეფასებას დაბლა წევს.

აი არაჯანსაღი ურთიერთობის 9 ნიშანი:

1. თქვენ არ ხართ სიყვარულისგან გონებადაკარგული, თქვენ ხართ შეპყრობილი

სიყვარულისგან თავის დაკარგვა ნორმალურია, იყოთ შეპყრობილი კი – არასწორი. ურთიერთობის დასაწყისში ყველა კარგავს ჭკუას თავის მეორე ნახევარზე. მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებაა ამასა და შეპყრობას შორის. ამ უკანასკნელში ვგულისხმობთ იმას, თუ თქვენი ხასიათი დამოკიდებულია მის პასუხებსა თუ მის მონაწერზე, ეს არ არის კარგი.

2. გამუდმებით დაბნეული ხართ და კონცენტრაციის უნარს კარგავთ

ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს კონცენტრაციასთან აქვთ პრობლემა. როცა ეს ხდება, შეცდომები უფრო მეტი მოგდით და ეს თქვენს დამოკიდებულებებს ნეგატიურადაც ცვლის.

3. გეღვიძებათ შუაღამისას!

თუ თქვენ გაღიზიანებული შეგრძნება გაღვიძებთ, ეს იმ ურთიერთობის ნიშანია, რომელიც სტრესულია. ასევე შეიძლება მადა დაკარგოთ, გქონდეთ თავბრუსხვევა, სიცხე.

ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა არაჯანსაღია და ის ფიზიკურადაც ცუდად გხდით.

4. არ შეგიძლიათ საკუთარი თავის გამომჟღავნება ბოლომდე

თქვენი პარტნიორი თავს დამნაშავედ გაგრძნობინებთ. ამის გამო თქვენს თავს ბოლომდე არ ამჟღავნებთ. თქვენ ნელ-ნელა იღებთ და ტოლერანტული ხდებით ამ უპატივცემულობის მიმართ.

5. ჩხუბობთ ერთი და იმავეზე ხშირად

ცხოვრების ნაწილია შეძლოთ გაუმკლავდეთ არგუმენტებს და მოძებნოთ გამოსავალი. თუ ურთიერთობაში ერთი და იგივე არგუმენტი გამუდმებით იცვლება და თქვენ მის გადაჭრას გამუდმებით ცდილობთ, დაფიქრდით, იქნებ თქვენს პარტნიორს კონფლიქტი უფრო მოსწონს, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტის გზა. ეს კონფლიქტი კი თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

7. სხვა ურთიერთობებს თავი დაანებეთ მხოლოდ ერთი პიროვნების გამო

ერთი ადამიანი არც იმხელაა, რომ მსოფლიოში გადარჩეს – ემოციურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად და სულიერად. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბედნიერი ხართ ურთიერთობაში, არასოდეს დაგავიწყდეთ სხვა ურთიერთობებიც იმ ადამიანებთან, რომლებიც გიყვართ.

8. ერთი ადამიანის გამო უარი თქვით თქვენს ჰობიზე.

თუ თქვენ ჰობის ვეღარ მიყვებით მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენს პარტნიორს ეს არ მოსწონს, ეს პრობლემაა. ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პიროვნებას აძლევს პერსონალური და პირადი განვითარების საშუალებას. ჯანსაღ ურთიერთობაში ორივე მხარეს ძალაუფლების ბალანსი აქვს.

8. თქვენს ურთიერთობაში „ბევრი“ ეჭვია

თუ ეჭვიანობა უკვე პიკს აღწევს, ურთიერთობა არაჯანსაღი ხდება.

9. ემოციურად გამოფიტული ხართ

თუ თქვენი პარტნიორი ისეთ მდგომარეობაში გაყენებთ, რომ ცხოვრების სისასტიკეზე ფიქრობთ, თქვენი ურთიერთობა არაჯანსაღია. თქვენი კი ბედნიერი არ ხართ.