9 მარტივი გზა, რომელიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ არის თუ არა სუნამო ნამდვილი!


ძვირიანი სუნამოები ვის არ უყვარს? მაგრამ ზოგჯერ ჩვენ მოტყუებულები ვრჩებით ხოლმე და ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენს ჯანრმთელობაზეც აისახოს.

ჩვენ დაგეხმარებით გაარკვიოთ, არის თუ არა სუნამო ყალბი.

შეამოწმეთ შეფუთვა

სუნამოს, რომელიც ყალბი არ არის, შესახვევი ცელოფანი სქელი და მჭიდროდ დაკეცილი აქვს, რომელზეც არანაირი ნაკეცი არ შეგხვდებათ.

უდეფექტო შეფუთვა

თუ სუნამოს ყუთის შესაფუთი ქაღალდის ნაკერი 5 მილიმეტრზე განიერია, ნიშნავს რომ ის ყალბია.

მუყაო

ნამდვილი სუნამოს მუყაო მაღალი ხარისხისაა და ისეთი ფორმითაა მოცემული, რომელიც სუნამოს დაზიანებისგან იცავს. ის უნდა იყოს თეთრი და არა მონაცისფრო.

იარლიყი

დააკვირდით ოქროსფერ ისარს. ისარი, რომელიც მარჯვნივაა უნდა იყოს უფრო მუქი, ვიდრე ისარი, რომელიც მარცხნივაა.

ასევე, როცა იყიდით სუნამოს, შედით მწარმოებლის ინტერნეტ გვერდზე. წაიკითხეთ იარლიყზე მითითებული ინფორმაცია თუ ემთხვევა გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.

დიზაინი

დააკვირდით, მიმსგავსებული დიზაინი და სახელწოდება შეიძლება ყალბი სუნამოს “სიმპტომი” იყოს.

სუნამოს ფერი

ნამდვილი სუნამოების ფერი ფერმკრთალია, ყალბი სუნამოების ფერი კი ქიმიური ნივთიერებების დამსახურებით მკვეთრია.

ბოთლის ხუფი

ოფიციალური სუნამოს ბოთლის ხუფი სიმეტრიულია.

სერიის ნომერი

სერიის ნომერი ბოთლის ზედაპირზეც უნდა გვხვდებოდეს. ეს უკანასკნელი უნდა ემთხვეოდეს ყუთზე ასახულ ნომერს.

ბოთლი

ორიგინალ სუნამოს მბზინვარე და სწორი ზედაპირი აქვს.