9 ხრიკი, რომელიც სახლის დალაგების პრიცესს გაგიმარტივებთ! გენიალურია…


ყველა ოცნებობს იდეალურად სუფთა სახლზე, თუმცა სისუფთავის შენარჩუნება ძალიან რთულია, თან არც გამწმენდი საშუალებებია იაფი. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა შეიძლება ალერგია, ან კანის რაიმე დაავადება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, სახლის დალაგების დროს ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, სულ უფრო აქტუალურია. ასე, რომ გთავაზობთ მარტივ რჩევებს, რომლის დახმარებითაც სახლს, ზედმეტი გართულებების გარეშე დაალაგებთ.

1. შხაპის ონკანის გაწმენდა.

შეასხით ძმარი შხაპის ონკანს, შემოახვიეთ პარკი და მთელი ღამით გააჩერეთ. დილით ყველაფერი იბრწყინებს.

2. სუფთა კედლები.

დალაგების დროს ხშირად ვივიწყებთ კედლებს, რომლებიც ისევე ჭუჭყიანდება, როგორც სხვა ნებისმიერი ადგილი თუ ნივთი. მოამზადეთ ხსნარი მარილითა და წყლით და გაწმინდეთ კედლები.

3. ხელსაწყო დალაგებისთვის.

თუ თქვენ მტვერსასრუტს არ აქვს სპეციალური თავი რთული ადგილების საწმენდად, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ მუყაოს ცილინდრი, რომელიც ტუალეტის ქაღალდებს მოყვებათ.

4. იატაკის ჯოხზე წამოსაცმელად, შეგიძლიათ ჩვეულებრივი წინდების გამოყენება.

5. ფეხსაცმლიდან ლაქების მოშორება ყურის ჩხირებითა და აცეტონით შეგიძლიათ.

6. აბაზანის გაწმენდა.

სინთეტიკურმა საშუალებებმა შეიძლება ემალი დააზიანოს. ამიტომ, გამოიყენეთ ნატურალური ხსნარი: ½ ჭ. სოდა. ¼ ჭ. წყალბადის ზეჟანგი და 1 ჩ.კ. თხევადი საპონი.

7. ხალიჩების წმენდა.

ხალიჩების სწრაფად გაწმენდაში, სოდა დაგეხმარებათ. მოაყარეთ სოდა ხალიჩაზე, შემდეგ კი მტვერსასრუტით მოწმინდეთ. სოდის დახმარებით თქვენ სასიამოვნო სუნის შენარჩუნებასაც შესძლებთ.

8. სავარძლის გაწმენდა

სავარძლები ყველაზე ხშირად საჭიროებენ გაწმენდას. სოდა და სპირტი- შეურიეთ ისინი თანაბარი ოდენობით და გაწმინდეთ სავარძლის დაბინძურებული ნაწილი.

9. ჭურჭლის გარეცხვა.

თუ წყალს ძმარს დაამატებთ, ცხიმი ადვილად გაირეცხება.