8 ვარჯიში, რომელიც კისრის ოსტეოქონდროზისგან გაგათავისუფლებთ!


კისრის ოსტეოქონდროზი ძალიან საშიში დაავადებაა, რომელიც თავს ზურგის ტკივილებში იჩენს. ასევე მისთვის დამახასიათებელია შაკიკი, თავბრუსხვევა, სმენის გაუარესება და კოორდინაციის დარღვევა.

საბედნიეროდ, ამ სიმპტომების პრევენცია გარკვეული პროფილაქტიკური ვარჯიშების ხარჯზე შეგვიძლია.
ვარჯიში კისრის ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ

1. ნიკაპი ქვევით ჩამოწიეთ და თავი ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ 5-ჯერ გადაწიეთ.

2. ცოტათი აწიეთ ნიკაპი და თავი ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ 5-ჯერ გადაწიეთ.

3. გადაწიეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ ყურით მხარს მიწვდეთ. გაიმეორეთ ორივე მხარეს 5-ჯერ.

4. ნიკაპი გაასწორეთ, ხელები კეფაზე დაიწყვეთ და დაიწყეთ 3-ჯერ დაჭერა. ეს 7 წამი უნდა გაგრძელდეს.

5. ერთი ხელით შუბლს დაეყრდენით და მეორე ხელით კისრის კუნთები დაიზილეთ. შეასრულეთ ეს სავარჯიშო 3-ჯერ 7 წამის განმავლობაში.

6. ეს სავარჯიშო მეორე ხელით გაიმეორეთ.

7. თავი პირდაპირ გეჭიროთ. დაძაბეთ კისრის კუნთები. ამის ფონზე ნიკაპი მკერდზედა ფოსოს დააჭირეთ. ეცადეთ თავი მაღლა აწიოთ და ნიკაპიც ააყოლოთ.

8. ხელები თითებით გადააჯვარედინეთ და ნიკაპის ქვეშ ამოიდეთ. დაზილეთ ნიკაპი 3-ჯერ 7 წამის განმავლობაში.
ვარჯიშის დროს სუნთქვა არ შეიკავოთ, ისუნთქეთ თანაბრად და მშვიდად. თუ ტკივილს იგრძნობთ, შეამცირეთ ვარჯიშები.

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!