8 ჩვეულებრივი ჩვევა, რომელიც ააჩქარებს მეტაბოლიზმს და დაგეხმარებათ წონის დაკლებაში!


ცდილობთ დაიკლოთ წონაში და ჯანსაღი საკვების ჭამა დაიწყეთ? ეს საკმარისი არ არის. თქვენ სხვა ჩვევებიც უნდა გამოიმუშავოთ მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად. ამ უკანასკნელს დიდი გავლენა აქვს იმ ენერგიაზე, რასაც ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს. ენერგიას გამოვყოფთ მაშინაც, როცა ვისვენებთ, გვძინავს, ვსუნთქავთ.

ეს 8 ჩვევა დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის აჩქარებაში…

1. დაგეგმეთ საუზმის დრო

როცა სხეული ელოდება ჭამის დროის მოახლოებას, ის გამოყოფს ენერგიას, რადგან იცის, რომ მალე უფრო მეტი ენერგიით შეივსება. როცა ჭამის დრო არ არის დარეგულირებული, სხეული ამ ენერგიას არ გამოყოფს და ინახავს. მიირთვით ყოველ 3-4 საათში ერთხელ ხოლმე.

2. გაიღვიძეთ ადრე

მზის შუქი სხეულს გაღვიძება-ძილის ციკლის დარეგულირებაში ეხმარება. ეს აჩქარებს მეტაბოლიზმსა და უწყობს ხელს ენერგიის გამომუშავებას. დილით ადგომა ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

3. არ მიეძალოთ დიეტურ ნახშირწყლებს.

ბევრ დიეტაში შეხვდებით დიეტური ნახშირწყლების ქება-დიდებას. დიახ, ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ თქვენ მალე დაიკლოთ, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, დროებითია. ცოტა ნახშირწყალს ნეგატიური გავლენა აქვს ტვინის აქტივობაზე. ეს იწვევს დაღლილობას, კონცენტრაციის არევას, სტრესს. ამიტომ რაციონიდან ჯანსაღი ნახშირწყლები არ ამოიღოთ.

4. დალიეთ უფრო მეტი წყალი

თქვენ უნდა იყოთ ჰიდრირებული. ეს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. როცა სხეულს წყალი აკლდება, ის ნაკლებ კალორიას წვავს.

5. ჭამეთ ორგანული საკვები

ბევრი არაორგანული საკვები შეიცავს უამრავ დანამატს, რომელთა უმეტესობა აზიანებს ჩვენს სხეულს. არაორგანული ხორცი იმ ცხოველების ხორცია, რომლებსაც ანტიბიოტიკებს აჭმევენ და ჰორმონებით „ბერავენ“, არაორგანული ხილი და ბოსტნეული კი პესტიციდებთან ერთად იზრდება ხოლმე.

6. ვარჯიში

ივარჯიშეთ რეგულარულად. ეს ააჩქარებს მეტაბოლიზმს.

7. რკინის დონის დარეგულირება

რკინის დეფიციტი იწვევს კუნთების მოდუნებას. ის აუცილებლად შეიტანეთ თქვენს რაციონში. რკინა შედის ინდაურის, ცხვრის ხორცში, კვერცხსა და ხამანწკებში. ის ასევე გვხვდება ბოსტნეულში: გოგრის თესლში, ლობიოში, ისპანახსა და ოსპში.

8. სტრესის დონის დარეგულირება

სტრესს უარყოფითი გავლენა აქვს მეტაბოლიზმზე. მაღალი სტრესის დონე იწვევს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შეფერხებას, წონის მატებას. ისწავლეთ სტრესის დარეგულირება!

ასევე დაგაინტერესებთ: ისეირნე დღეში ოცი წუთი და შვიდი წლით დიდხანს იცოცხლებ! შეაჩერე დაბერების პროცესი!